რა უთხრეს ილია დარჩიაშვილს ბრიუსელში, რუსულ კანონთან დაკავშირებით?

ბრიუსელში გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტებისა“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც. საკითხები ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში […]

ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – თქვენმა ბელადმა გუშინ თქვა, რომ არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი – გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ აღიარეთ

გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვით, თქვენმა ბელადმა და შეშინებულმა ფსიქოპატმა გუშინ თქვა, რომ არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ კანონპროექტის სულისკვეთებას და მიზანს გამჭვირვალობა წარმოადგენს, სინამდვილეში კი, ხალხს ატყუებს. […]

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე – ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ

ხშირად, რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, ეკითხება მომხსენებელს, “აშშ საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო”. ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ, თუ როგორ არის?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა “ნაციონალურ მოძრაობაზე” და სამარცხვინო […]

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას – ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს არასამთავრობოების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება

საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს […]

ეკა სეფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – გაბედონ და დადგნენ ხალხის წინაშე მიტინგებზე და მერე ნახონ როგორც გაჰყვება ხალხი იმ ტყუილი ღირებულებების დასაცავად, რასაც ქადაგებენ, ვითომდა ევროპელობის კუთხით

საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ევროპა სურთ, მაგრამ რა გააკეთეს ევროპისათვის და ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოში, რასაც ასე ქადაგებენ იმ მიტინგებზე, სადაც შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა გამოჰყავთ და ტყუილს ეუბნებიან, სიმართლეს უმალავენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ რომ ხალხის წინაშე მიტინგებზე დადგომა გაბედოს და სიმართლე უთხრას, […]

დავით ხაჯიშვილი – არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასდროს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!

რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩვენი მტრები არიან. გუშინდელი აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა! – ამის შესახებ საპარლამენტო […]

სოზარ სუბარი – პირობას ვდებთ, რომ როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა […]

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაზარდა რუსეთიდან სასუქების იმპორტი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაზარდა რუსეთიდან სასუქების იმპორტი. ევროკავშირში იმპორტირებული შარდოვანას მესამედი რუსეთიდანაა, 2022 წელთან შედარებით 2023 წლის პირველ ნახევარში თითქმის გაორმაგდა ყველა სახის სასუქის იმპორტი, წერს გაზეთი Financial Times. სასუქის ფასები მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის მიზეზია ბაზარზე შეზღუდული შეთავაზება ბუნებრივი აირისა, რისგანაც მზადდება აზოტიანი სასუქები. რუსეთის სასუქები ჯერ არ მოხვედრილა […]

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დროებითი ნავსადგომის აშენება აშშ-ს $320 მილიონი დაუჯდება

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გათვლებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებით ნავსადგომის აშენება აშშ-ს $320 მილიონი დაუჯდება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა და საკითხში გარკვეულმა წყარომ გაუზიარა. პენტაგონის თქმით, ნავსადგომის მშენებლობის პროცესს დაახლოებით 1000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დასჭირდება. ამას გარდა, გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ წინა თვეებთან შედარებით, ნავსადგომის მშენებლობის სავარაუდო გათვლები […]

ანა წითლიძე ოხანაშვილს – გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ბიძინა ივანიშვილთან ახლოს დაგაყენეს – ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს

ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ამის გამო ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ და კიდევ თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ კიდევ უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან – [ივანიშვილმა] ძალიან მკაფიოდ თქვა ბელადმა, რომ თქვენ მონურად ყველა შეასრულებთ დავალებებს, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ […]