რუსული მედია საქართველოზე: არავინ ელოდა, რომ რუსეთის ყოფილი მოწინააღმდეგე EU-ზე უარს იტყოდა

“ამას არავინ ელოდა, რუსეთის ყოფილი მოწინააღმდეგე EU-ზე უარს იტყოდა”, – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. წერენ ოცნების გუშინდელ კონტრაქციაზე და მას “უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერ აქციას” უწოდებენ. “საპროტესტო აქციების ფონზე, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ოპოზიციისთვის ეჩვენებინა, რომ ძალიან პოპულარულია”, – ასე აღწერს რუსული გამოცემა ოცნების დაორგანიზებულ შეკრებას. RIA […]

თავისუფლებისთვის! – წალენჯიხაში აქცია დაანონსდა – დეტალები

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, ხვალ, პირველ მაისს, წალენჯიხაში აქციას აანონსებს და სოციალურ ქსელში, წერს: ხვალ! წალენჯიხა! 19.00. არა რუსულ კანონს! ჭადრაკის სახლის წინ! თავისუფლებისთვის! დღეს ნიღაბი ჩამოხდილია! დღეს ერთ მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება, მეორე მხარეს – თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც საკუთარი სამშობლო ევროპაში ეგულებათ. ამ ახალგაზრდებს უნდათ ევროპა. თუ ევროპა აქ არ მივიღეთ, ეს ახალგაზრდები […]

ირმა ზავრადაშვილი ოპონენტებს – შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია – უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ

შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგებს. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „სამშობლო არ უყვარდეთ“. „ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ ლიზა რაიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. „მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე. ბანკის აღმასრულებელმა […]

გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. კონკურენტული ინოვაციების ფონდის რიგით მეორე კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში […]

გურამ მაჭარაშვილი – 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო – სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას – რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა?

საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატმა, საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ მიმართა ყველაფერი გაკეთდეს „ნაციონალური მოძრაობის“, “როგორც სასტიკი რეჟიმის გასასამართლებლად”. მაჭარაშვილის თქმითვე, გუშინ რუსთაველისა გამზირზე საერთო – სახალხო შეკრებაზე მისულმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ […]

სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტო. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) […]

საქართველოში მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი ჩამოკიდებულია მთავრობის კეთილგანწყობაზე, ოლიგოპოლია უფრო და უფრო ძლიერდება – ლევან კობერიძე

მსხვილი ბიზნესების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა გახდა კონიუნქტურული. ანუ, სახელმწიფო და სამთავრობო კონიუნქტურაზე ჩამოკიდებული. ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ ბიზნესმენების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ლევან კობერიძის თქმით, მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი ჩამოკიდებულია სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე, რადგან ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს მთავრობასთან გარიგებებით. მისი შეფასებით, ყველაფერი […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით – მუხლობრივად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგენს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის […]