ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 30 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.42 თეთრით. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6849 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8804 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.
„ამას ვიღაცამ კი არ გაუკეთა ორგანიზება, შეიქმნა ფონი, რომ რესპუბლიკას სჭირდება მხარდაჭერაო და ამ ხალხმა იარაღი აიღო ხელში“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე

„ამას ვიღაცამ კი არ გაუკეთა ორგანიზება, შეიქმნა ფონი, რომ რესპუბლიკას სჭირდება მხარდაჭერაო და ამ ხალხმა იარაღი აიღო ხელში“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე. – ბატონო გიორგი, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა უკრაინისთვის 61 მილიარდიანი პაკეტი. რას შეცვლის ეს დახმარება უკრაინის არმიისთვის? მოახერხებს ფრონტზე […]
(ვიდეო) „არა ბიძინას! დაიყვირე“ – ეკა კვესიტაძისა და „პოსტივის“ ჟურნალისტის დაპირისპირება

(ვიდეო) „არა ბიძინას! დაიყვირე“ – ეკა კვესიტაძისა და „პოსტივის“ ჟურნალისტის დაპირისპირება სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე „პოსტივის“ ჟურნალისტს ეუბნება „არა მიშას, არა შალვას, არა ბიძინას!… არა ბიძინას დაიყვირე…“ „დაწყნარდი, ამხელა პროფესიონალი ქალი“ – პასუხობს „პოსტივის“ ჟურნალისტი. ეკა კვესიტაძეს მეუღლე, ყოფილი მაღალჩინოსანი, შოთა უტიაშვილი აწყნარებს: „ეკა ვის ელაპარაკები ახლა…“ http://
სელფი Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია

სელფი Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია სელფი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას. ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. […]
მდინარაძე: გუშინ ხალხმა დაგვიკვეთა – მიიღეთ კანონი გამჭვირვალობაზე და ოჯახურ ღირებულებებზე

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა – დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდებს. თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე. მმართველმა გუნდმა 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერად “საერთო-სახალხო შეკრება” გამართა, რომელაც ერთი […]
მომდევნო 8 თვე სანქციებს არ გამოვიყენებთ, რათა მაუწყებლებს მივცეთ დრო მოვიდნენ კანონთან შესაბამისობაში – ComCom-ის წევრი

„კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელემაუწყებლებს მოგცეთ გარდამავალი პერიოდი – 8 თვე, რათა თქვენი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები მოიყვანოთ კანონთან შესაბამისობაში და ახალი წლიდან, გადაცემებში პროდუქტის განთავსება წესების დაცვით განახორციელოთ.” – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ComCom-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები – Product Placement” გააკეთა, რომელიც ქართულ სატელევიზიო […]
10 000 ლარიანი პრემია – მთავრობამ მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა

მთავრობამ მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა. ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს. ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ: · ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს; · სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8762 ლარს შეადგენდა. […]
რეგიონებიდან პროევროპულ აქციაში მონაწილეობის მსურველებს თბილისში დასარჩენს სთავაზობენ

Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა სურს. მოქალაქეები მათ თბილისში უფასო დასარჩენს სთავაზობენ. ჯგუფის სახელია დაიტოვე და მასში უკვე 1 500 ადამიანია გაწევრიანებული. თბილისში ყოველდღიურად იმართება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და მსვლელობები. მორიგი აქცია არის დაგეგმილი დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე.
აშშ-ის საელჩო: გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! – სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. “”ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.” – გენერალი კვინიტაძე გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს […]