კიევში დაიწყეს პერეიასლავის რადის ქანდაკების დემონტაჟი

კიევში დაიწყეს დემონტაჟი პერეიასლავის რადის ქანდაკებისა, რომელიც „ხალხთა მეგობრობის თაღის“ ქვეშ დგას. ამ უკანასკნელს სახელი გადაერქვა და „უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი“ ეწოდა.
როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება, დემონტაჟმა შესაძლოა რამდენიმე დღე გასტანოს – სკულპტურა შედგება 20-მდე ელემენტისგან, რომლებიც 6-7 ტონას იწონის.
დაშლამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს კონსტრუქცია, რათა ის დემონტაჟისას არ დაზიანებულიყო. იგი უკრაინის ავიაციის მუზეუმში იქნება დაცული.
მიმდინარე თვეში ქალაქის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ არ გეგმავს „ხალხთა მეგობრობის თაღის“ დემონტაჟს. ის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლია და ამიტომ კანონით აკრძალულია მისი აღება ან გადატანა.
ამ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ არის სავალდებულო თაღის შეტანა უკრაინის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში.
„ხალხთა მეგობრობის თაღი“ კიევში 1982 წელს გაიხსნა სსრკ-ს შექმნის 60 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება