მოცემულ ვითარებაში რთულია, უცხოელი ინვესტორები დაარწმუნო, საქართველოში ინვესტირება გააგრძელონ – ლაშა ნოდია

იურიდიული ფირმა “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება და მთავრობის განცხადებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება. როგორც BMG-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ლაშა ნოდიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტები არ გაჩერებულა, თუმცა ბიზნესი გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმშია. მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის აუცილებელია არსებული დაძაბული ვითარება დროულად მოგვარდეს. „მნიშვნელოვანია, როგორც უცხოურ, ასევე […]
მეთიუ მილერი – ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით – რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ გამოცხადებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას”მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა”. შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“. “ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს […]
რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას – მეთიუ მილერი

რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განცხადებაში ნათლად განმარტა, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სანქციებს. „როგორც […]
“დაზუსტებით ვიცი, 100-ზე მეტი პოლიციელის განცხადებაა დაწერილი წასვლაზე” – გახარია –

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ტვ პირველთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მძევლად აიყვანა, დარჩა ერთი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი მძევლად აყვანაც სურს. იგი ამბობს იმასაც, რომ უკვე არც ერთი პარტნიორი ოცნებას ხელისუფლებას არ უწოდებს, ან ქართულ ოცნებად მოიხსენიებს, ან დე ფაქტო ხელისუფლებად. გიორგი გახარია: გდდ-ს აღჭურვილობას ვინც იცვამს, იმათი 90 ამ ძალადობებში… ნაცემი […]
ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეებმა თბილისში, აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ასევე, დროებით დამონტაჟებულ მონიტორზე, დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს თვალი მიადევნეს. “დაკავებული არიან ექიმები, პედიატრები, რომლებსაც პაციენტები ელოდებიან. სირცხვილი მოძალადე მთავრობას, რუსულ რეჟიმს, რომელიც არავის დაინდობს. მოუწოდებთ ექიმებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ ქვეყანაში რეჟიმი”, – აღნიშნეს მათ საქართველოს […]
2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა იაპონურ ორგანიზაცია Nihon Hidankyo-ს

2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილ ადამიანებს. ოსლოში ცერემონია ტრადიციისამებრ ალფრედ ნობელის გარდაცვალების წლისთავზე, 10 დეკემბერს გამიართა ქალაქის მერიაში. ღონისძიებას ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრები და ნორვეგიის მთავრობა ესწრებოდნენ. Nihon Hidankyo-მ, რომელიც წარმოადგენს ჰიროშიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგად გადარჩენილების, ჰიბაკუსას მოძრაობას, ჯილდო მიიღო […]
რატიშვილის ქალთა ევროლიგა სტამბოლში

ამ კვირაში დაგეგმილ ევროტურნირებში ფიბა-მ ქართველი მსაჯები თამაშებზე არ დანიშნა, თუმცა კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი ჩვენებურის გარეშე მაინც არ ჩაივლის. თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში 12 დეკემბერს ქალთა ევროლიგის მატჩია დანიშნული “ფენერბაჰჩესა” და ჩეხეთის “უსკ პრაღას” შორის, რომელსაც ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი მოემსახურება. მერაბ რატიშვილი (კომისარი) 12 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი) ფენერბაჰჩე […]
პარლამენტი ჩამსხვრეული ფანჯრების და ტექნიკის აღსადგენად 70 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს პარლამენტს სურს, 70 000 ლარზე მეტი დახარჯოს საპროტესტო დემონსტრაციების დროს დაზიანებული ფანჯრებისა და ტექნიკის აღსადგენად. აქედან 45 000 ლარი მხოლოდ ჩამსხვრეული ფანჯრების აღსადგენადაა გათვალისწინებული. 2024 წლის 6 დეკემბერს პარლამენტის აპარატმა ტენდერის გარეშე, დაჩქარებულად გააფორმა ხელშეკრულება პარლამენტის შენობის დაზიანებული ფანჯრების აღდგენაზე. ხელშეკრულების მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს ჩამსხვრეული მინები „სასწრაფოდ“, 2024 წლის 13 დეკემბრამდე, – პრეზიდენტის […]
რატომ აჩერებს ფუნქციონირებას Biliki App? – დამფუძნებლის განმარტება

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის ტურისტული აპლიკაცია Biliki App ფუნქციონირებას აჩერებს – ამის შესახებ ინფორმაციას სტარტაპის თანადამფუძნებელი, თორნიკე ცირამუა ავრცელებს. როგორც ცირამუას Facebook “პოსტიდან” გახდა ცნობილი, აპლიკაციის გაჩერების გადაწყვეტილება დამფუძნებლებმა შეზღუდული ფინანსების გამო მიიღეს. “შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, იძულებული ვართ Biliki App-ს ფუნქციონირება შევაჩეროთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა ადამიანს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რომელიც ერთად […]
რა მოუტანა მოლდოვას EU-ს კანდიდატის სტატუსმა?- მოლდოვის უმსხვილესი ბანკის Maib-ის გენერალური დირექტორის შეფასება

ვაჭრობის დივერსიფიცირება, ინფრასტრუქტურის განვითარება, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა უკვე მოუტანა. ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე აცხადებს. შაგიძის განმარტებით, მოლდოვა მოლაპარაკების პროცესის დასრულებას 2028 წლისთვის ელოდება, მხოლოდ 2030 წლისთვის არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. მისი თქმით, […]