ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: საბრძოლო ფრე მიუნხენში – გამარჯვებული მადრიდში გამოვლინდება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის 2:2 დასრულდა. სტუმრებმა ინიციატივა დათმეს, თავს უნარიანად იცავდნენ და პირველივე სახიფათო კონტრშეტევის შედეგად დაწინაურდნენ, როდესაც კროოსის ჩინებული პასით ვინისიუსი ნოიერთან პირისპირ გავიდა და მისი კარი დალაშქრა. შესვენების შემდეგ მასპინლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ჯერ ლუნინს სანემ გაუტანა, ხოლო შემდეგ მუსიალას მოპოვებული პენალტი კეინმა გამოიყენა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით […]

,, კიდევ მე მეუზრდელებით ბიჭო? არ გრცხვენიათ?” – ალეკო ელისაშვილი სპეცრაზმელს

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ,,რუსული კანონის” საპროტესტო აქციაზე იმყოფება, სპეცრაზმელებს მიმართა: „ხომ ვიცი, რომ გულიანი ქართველი ბიჭები ხართ, მაგრამ როგორ დაგქოქეს ბიჭო ეგრე, ჰა? კიდევ მე მეუზრდელებით ბიჭო? არ გრცხვენიათ? წამო საქართველო დავიბრუნოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. ფოტო, სადაც ჩანს დაზიანებული ხაბეიშვილმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ გაავრცელა. ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ იგი პოლიციამ დაკავებისას სცემა. პარტიის ცნობით, „რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი“. „დაკავების მომენტში იგი […]

ზუგდიდში დააკავეს საპროტესტო აქციის ორი მონაწილე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. დაკავება მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არასამთაბრობო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ რათა გააპროტეატონ თბილოსში მიმდინარე […]

ალეკო ელისაშვილი ლევან ხაბეიშვილის ცემაზე – პარლამენტის წევრს ასე ძაღლურად არ უნდა მოექცე – დღეს ჩვენი პოლიცია ჩვენს თვალწინ ხდება „ძაღლობა“

შემზარავია! ფოტო ვნახე, არ ვიცოდი, იმიტომ, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში ვარ ჩართული -პარლამენტის წევრს არ უნდა მოექცე, ასე ძაღლურად არ უნდა მოექცე , – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასე არ შეიძლება პოლიცია მოექცეს ვინმეს, განსაკუთრებით პარლამენტის წევრს. „მეც მიმათრევდნენ, მაგრამ ეგ რა მოსატანია. ლევანის ფოტო რომ ვნახე, […]

იან კელი – კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ

კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში. ყოფილი ელჩი დღევანდელ აქციაზე გადაღებულ კადრებს აზიარებს, რომელზეც სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებისა და მათთან ფიზიკური დაპირისპირებაა ნაჩვენები. იან კელი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა აღნიშნული […]

ეკა გიგაურის ინფორმაციით, აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს. ეკა გიგაურის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას აქვს ფიზიკური დაზიანებები. „მე ველოდები მისგან ზარს, თუ სად წაიყვანს პოლიცია, რომ გავუგზავნოთ ჩვენი ადვოკატები. ვესაუბრე, აქვს ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამბობდა, რომ წინააღმდეგობას არ უწევდა და მაინც სცემდნენ. უკიდურესად სცემეს. ჩემთან ერთად იყო და […]

ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი. როგორც პარტიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ის ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელებამდე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან „საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა“ გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო: „რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა […]

სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვაშია გადაყვანილი

სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვაშია გადაყვანილი. ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ პარლამენტის დეპუტატს კბილებიც აქვს ჩამტვრეული: ,,არაფერი არ მტკივა… თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის… ბრძოლა გრძელდება” – ამბობს სასტიკად ნაცემი ხაბეიშვილი ვიდეომიმართვაში.

ნიკა მელია – ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე, ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს

ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე. ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე გუშინ ივანიშვილმა თქვა: “არა ევროპას, კი რუსეთს”. „დღეს საოკუპაციო ხაზი გადის რუსთაველის გამზირზე. გამზირზე, სადაც ისტორიულად ჩვენი წინაპრების ბრძოლის შედეგად დაგვიცავს ღირსება, მოგვიპოვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა. […]