თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პირველ მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, შორაპნის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, კასპის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, […]

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. დღეს, 10:00 საათზე ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამართავს. მინისტრის მოადგილე განცხადებას პარლამენტთან წუხელ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები პოლიციამ დაშალა. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია […]

აშშ-ის სანქციების კოორდინატორი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ წერს, რომ “მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ქართველ დეპუტატებთან”. “მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ ინსპირირებულ “უცხოური გამჭვირვალობის” კანოონპროექტზე და მის ნეგატიურ გავლენაზე ევროინტეგრაციის გზაზე”, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი ტვიტერზე. Important conversation with Georgian […]

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივი განხილვა დღეს გაგრძელდება. 30 აპრილის სხდომაზე პროექტის ფარგლებში სულ სამი მუხლის განხილვა მოესწრო. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით სესია 12:00 საათზე დაიწყება. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული […]

ნორვეგია უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, […]

Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს”

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა. 1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის […]

ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემები გადასცენ

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ. „როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვიურად ვიკრიბებით დაახლოებით 50 ქვეყანა, რათა განვიხილოთ, როგორ გავაგრძელოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური და სწრაფი დახმარების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა დიდი ხანია არის ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ები და ამიტომ, გავაგრძელებთ ამ ქვეყნების მოზიდვას, მოვუწოდებთ […]

პარლამენტთან აქცია დასრულებულია – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო ძალებისგან თავისუფალია. როგორც სპეცრაზმი, ისე სხვა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია დღეს, 12:00 საათიდან კვლავ გაიმართება. პარლამენტთან “უცხოური გავლენის […]

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთმა წუხელ ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – წერს კიპერი „ტელეგრამ“ არხზე. მისი ინფორმაციით, დაფიქსირდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება. „გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა […]

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე: შსს არ გვაწვდის ინფორმაციას დაკავებულებზე

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ 10-მდე ადვოკატი ცდილობს მოიძიოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელი, თუმცა შსს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. ფორმულასთან საუბრისას ტაბატაძე ამბობს, რომ დაკავებულთა უმეტესობა სასტიკად არის ნაცემი. “დაახლოებით 12 საათიდან მოყოლებული, დაახლოებით 10-მდე ადვოკატი ცდილობს მოიძიოს დაკავებულები, გაიგოს მათი ადგილსამყოფელი, თუმცა ვერ ვახერხებთ ამ ადამიანების მოძიებას და შინაგან […]