რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოლქების გუბერნატორები ავრცელებენ. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ადგილობრივების ცნობით, ქარხანაზე თავდასხმა ღამის სამ საათზე განხორციელდა. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, საჰაერო […]

Anonymous „ოცნების“ ხელისუფლებას აქციის დარბევის გამო აფრთხილებს: „დაგველოდეთ!“

ანონიმური ჰაკერების ჯგუფი Anonymous „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აფრთხილებს 30 აპრილის ღამეს თბილისში, ანტირუსული აქციის დარბევის გამო. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნებს. ჰაკერთა ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და წერს: „მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, მოვისმინეთ თქვენი მოწოდება დახმარებაზე. გამხნევდით და გადით ქუჩებში; თქვენ მარტო არ ხარ. ანონიმუსის წევრები თქვენ გვერდით დგანან და […]

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სავარაუდოდ, ისევ დრონებით შეუტიეს

გამთენიისას აფეთქებები მოხდა რუსეთის ქალაქ რიაზანში. ტელეგრამ-არხების, ASTRA-ს და Baza-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რიაზანის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა დაადასტურა ადგილობრივმა გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მას სამიზნე და შედეგები არ დაუკონკრეტებია. რიაზანის ოლქში ერთი „უკრაინული დრონის განადგურების“ შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შედეგებს არც ის ასახელებს. უკრაინულ მხარეს დღევანდელი […]

გვიან ღამით, ზუგდიდის მერიის წინ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს ­შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა მოძრაობა „ახალის“ წევრი მაია კალანდია და პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მაია კალანდია სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა ფოთში. ადვოკატის, კესო ჩახაიას ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 -ელ მაისს, 11:20-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, კობი, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ოქროყანა, გიმარა, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, სიმონიანთხევი, თრანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო […]

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

პარლამენტში 1-ელ მაისსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის „ინტერპრესნიუსის“ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება დღესაც არ ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს […]

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორაციით, ბლინკენი თავდაპირველად პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს თელ-ავივში შეხვდება, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს იერუსალიმში. ამერიკელი დიპლომატი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის. ბლინკენი, მოგვანებით, თელ-ავივში ამერიკელი […]

მსხვერპლი მოჰყვა ოდესაზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები. ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იყო 29 აპრილსაც. დაიღუპა 5 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ იყო […]

სარემონტო-სამშენებლო მასალების აპლიკაცია BUILDY ფუნქციონალების დამატებას გეგმავს – რას სთავაზობს პლატფორმა მომხმარებელს?

სარემონტო და სამშენებლო მასალების აპლიკაცია BUILDY, რომელიც ბაზარზე 3 თვეა გამოჩნდა, მიმდინარე წელს ფუნქციონალების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE – სთან სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეო ზანგურაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, BUILDY სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც 25 კომპანიას, 300-მდე კატეგორიასა და 50 000-ზე მეტი პროდუქციას აერთიანებს. როგორც დიდი ზომის ჰიპერმარკეტებს, ასევე აპლიკაციაში ინტეგრირებულია […]

საქართველომ იანვარ-მარტში 265 ტონა ოსპი იყიდა – იმპორტიორი ქვეყნები

2024 წლის იანვარ-მარტში 251 030 დოლარის ღირებულების 265.13 ტონა ოსპი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 51.95 ტონით აღემატება. იმპორტირებული 1კგ ოსპის ღირებულებამ ($0.94) 2.54 ლარი შეადგინა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 224 440 დოლარის 213.18 ტონა ოსპის იმპორტი განხორციელდა. იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქცია შემდეგნაირად გამოიყურება: […]