ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 10:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს. ის, სავარაუდოდ, ისაუბრებს პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან […]

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, შორაპნის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, კასპის, ყვარლის, […]

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. „„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ […]

ალექსანდრე დარახველიძე – აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელმა აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. „საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის […]

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს“,- განაცხადა დარახველიძემ.

ვინ დაემატება საქართველოს ნაკრების განაცხადს – რამდენად შეიყვანს სანიოლი ახალგაზრდებს გაზრდილ სიაში?

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის აქამდე აუხდენელი მიზანი შესრულებულია და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვართ. ამისთვის ენერგია არავის დაგვიზოგავს, არაერთი ტკივილიანი საღამო გვქონია, გვინერვიულია, მაგრამ ოპტიმიზმი არასდროს დაგვიკარგავს. რა იყო მთავარი, რამაც საბერძნეთის ნაკრებთან ფინალი მოგვაგებინა? – ყველა ბოლომდე დაიხარჯა; იმ განცდამ და წნეხმა, რომ თუ არა ახლა, მაშინ როდისღა, ჩვენი ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ გულშემატკივრები უფრო მოტივირებული […]

ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, “ბაიერნმა” ჩვენზე უკეთესად ითამაშა

გუშინ, 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ბაიერნმა” “რეალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “შეხვედრის ბოლო წუთებზე ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვქონდა, თუმცა ნახევრად კმაყოფილი ვარ. “ბაიერნმა” თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე თამაშში ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. წინააღმდეგ […]

ვნების შვიდეული – დიდი ოთხშაბათი

დიდი ოთხშაბათი – ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა. აქვე, დედაკაცის უანგარო […]

როგორი იქნება ახალი სავაჭრო ცენტრი კოტე აფხაზის ქუჩაზე და რა აკავშირებს მას ყოფილ დეპუტატებთან

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩა #5-7 ში (ყოფილი ლესელიძე) სავაჭრო ცენტრი შენდება. ტერიტორიაზე განთავსებული იყო 1970-1980 იან წლებში აშენებული 2 სართულიანი ნაგებობა შიდა ეზოთი, რომელსაც არ გააჩნდა ძეგლის სტატუსი. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ობიექტი, რომელიც არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ ადგილზე უნდა აშენდეს, წარმოადგენს 4 სართულიან შენობას სარდაფით. ფუნქციურად შენობა წარმოადგენს სავაჭრო ობიექტს. ნაგებობის პირველ, მეორე და […]