ის, რაც ლევან ხაბეიშვილის მიმართ დღეს ჩაიდინა რუსულმა რეჟიმმა, არის მძიმე დანაშაული – ნიკა გვარამია

„ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ლევან ხაბეიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს: ის, რაც ლევან ხაბეიშვილის მიმართ დღეს ჩაიდინა რუსულმა რეჟიმმა, არის მძიმე დანაშაული და გამორიცხულია, ვინმემ პასუხისმგებლობა აირიდოს! ჩემი სრული მხარდაჭერა Levan Khabeishvili მალე გამოჯანმრთელდი! შენს გვერდით გვიგულე, ხაბე!

რა ხდებოდა რუსთაველზე 1-ელი მაისის ღამეს?

30 აპრილის საღამოს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 7 საათზე დაიწყო. მომიტინგეების ნაწილს სურდა ჩიტაძის ქუჩაზე სირცხვილის დერეფანი გაეკეთებინათ იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს და ამჯერად მეორე მოსმენაზე იმყოფეობდნენ. ასევე, ხალხის ნაწილმა მარშით მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყო სვლა, სადაც პოლიციამ სულხან-საბას ქუჩა გადაკეტა. პარალელურად, რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანეს ჩიტაძის […]

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შესაბამისი ნებართვის და რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე […]

შს მინისტრის მოადგილე – კადრებში კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როცა ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. „საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ არამხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ […]

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევაში, უწყება „შესაბამის რეაგირებას მოახდენს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევაში, უწყება „შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმა კანონით აკრძალულია. „პოლიციელი დაცული არის კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. თუკი ასეთ ქმედებას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, კანონის შესაბამისად იმოქმედებს და […]

საქართველოს პარლამენტი ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონის“ რეჟიმშია

საქართველოს პარლამენტში, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უნდა გააგრძელოს მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი „აგენტების კანონის” განხილვა, არც დღეს, 1 მაისს, შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის” შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 1 მაისს ისევ „უსაფრთხოების […]

პარლამენტი ცუდ კანონს იღებს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს – რესან ქიქავა

ცუდ კანონს იღებს პარლამენტი. კანონს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს და რომლის წინააღმდეგ გამოდის ყველა, ვისთან დაახლოებასაც გვპირდება ხელისუფლება, – ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს. მისი მოსაზრებით, დროთა განმავლობაში, სხვა მოვლენებთან ერთად, ეს ტენდენცია მხოლოდ უარესობისკენ განვითარდება. “ძალაუფლება დროთა განმავლობაში მხოლოდ ყვრნის, ის არ აკეთილშობილებს. არაფერი უნდა იცოდე პოლიტიკური ისტორიის შესახებ, ამას […]

“ქართველი ერის შინაგანი ლტოლვა ყოველთვის იყო ევროპა” – შოთა ბურჯანაძე “რუსულ კანონზე”

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “აბსურდის თეატრს” უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს მისწრაფება ყოველთვის იყო ევროპა და წარმოუდგენელია მტკიცება, რომ საქართველოში ევროპის ქვეყნები პრობლემებს იწვევენ – ამის შესახებ ბურჯანაძემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. “ჩემთვის ეს აბსურდის თეატრია, სადაც უნდა ამტკიცო, რომ თეთრი თეთრია და შავი – შავი და ვიღაც დემაგოგიურად […]

პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით – მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვა დღეს გაგ­რძელ­დე­ბა. 30 აპ­რი­ლის სხდო­მა­ზე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სულ სამი მუხ­ლის გან­ხილ­ვა მო­ეს­წრო. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვით სე­სია 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ უკვე მე­ო­რედ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი “გამჭვირ­ვა­ლო­ბის […]

Anonymous-ის განცხადებით, საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ – რას წერს ჰაკერთა ჯგუფი?

Anonymous-ის განცხადებით, საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ – რას წერს ჰაკერთა ჯგუფი? ჰა­კერ­თა ჯგუ­ფი Anonymous-ი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე თავ­დას­ხმა გა­მო­იწ­ვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის შე­სა­ხებ. “სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს: მო­ვის­მი­ნეთ თქვე­ნი თხოვ­ნა დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­დით ქუ­ჩებ­ში, თქვენ მარ­ტო არ ხართ. Anonymous-ის წევ­რე­ბი დგა­ნან თქვენ­თან ერ­თად […]