აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი – შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 მაისის დილის 10 საათზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგი გამართა. მან 30 აპრილის ღამის ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია – დარახველიძის თქმით, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი. დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მინისტრის მოადგილეს […]
გერმანიის ელჩი: ძალადობა უნდა შეწყდეს, მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ

ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში.
დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც კლინიკაშია გადაყვანილი – ალექსანდრე დარახველიძე

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელმა აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. „საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის […]
პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულკანონს“, – წერს პრეზიდენტი.
პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტში 1-ელ მაისსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის „ინტერპრესნიუსის“ აკრედიტებულ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება დღესაც არ ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს […]
შსს: ხაბეიშვილმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო დაზიანება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სასტიკად ნაცემ ლევან ხაბეიშვილზე ამბობს, რომ მან დაზიანებები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო. „არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც […]
შსს-ს ცნობით, აქციის დარბევისას 63 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მაისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. დარახველიძე ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გაცდნენ, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ. დარახველიძის ცნობით, დაშავებულია 6 პოლიციელი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა […]
უძრავ ქონებაზე ფასების კლების მოლოდინი არ გვაქვს – RE/MAX Capital

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების დიდ ნაწილს მიმდინარე წელს ფასების კლების მოლოდინი არ აქვთ. როგორც RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი ამბობს, მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებას არ ელის, რადგან მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება. „ფასები ინარჩუნებს იმ მომატებულ ნიშნულს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზე გვქონდა. ამის მიუხედავად, ბაზარი აქტიურია როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელი მიმართულებით. […]
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივი განხილვა დღეს გაგრძელდება. 30 აპრილის სხდომაზე პროექტის ფარგლებში სულ სამი მუხლის განხილვა მოესწრო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით სესია 12:00 საათზე დაიწყება.
სამართალდამცავებმა გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს“,- განაცხადა დარახველიძემ.