„ლელო“ – მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით

პარტია “ლელო საქართველოსთვის” საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, „რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად“. „საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს რუსულ კანონს, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრი თანამშრომლებმა სტუდენტებს სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო […]
უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას – განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, […]
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შესაბამისი ნებართვის და რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი დაკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ […]
ალექსანდრე დარახველიძე – სახალხო დამცველის და საია-ს განცხადებას გავეცანით – სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს – აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო

სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გუშინდელი აქციის შესახებ სახალხო დამცველისა და საია-ს მიერ გავრცელებული განცხადებები შეაფასა. დარახველიძის განმარტებით, შსს, როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, ვალდებულია, რომ შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა და […]
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ. „ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო […]
სამხრეთ ჩინეთში გზის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ჩინეთში გზის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნში ავტომაგისტრალის ნაწილი ჩაინგრა. „ბოლო მონაცემებით, 18 ავტომობილი ჩავარდა და ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა“, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.
აქციამ სრულიად ძალადობრივი ხასიათი მიიღო – შსს დარბევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს-ს გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ბრიფინგზე, შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ 21:00 საათის შემდეგ “აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.” მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, რის გამოც 6 პოლიციელი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. შსს ასევე ირწმუნება, რომ სამართალდამცავებმა აქციის დარბევა “სიტუაციის დეესკალაციის […]
ფონ კრამონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებას და მთავრობის დაფინანსების შეჩერებას ურჩევს

დღეს, 1 მაისს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი. მისი ვიზიტის ფონია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში განსახილველად „აგენტების კანონის“ დაბრუნება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალა. ევრკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს, საქართველოში ვიზიტისას ხერტ იან კოოპმანი ისაუბრებს ევროკავშირისა და საქართველოს […]