შსს: ხაბეიშვილი პოლიციის ხელის შეშლის მიზნით კორდონში შევარდა, რა დროსაც მიიღო დაზიანება

დღეს გამართულ ბრიფინგზე, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა” და ამ დროს მიიღო ფიზიკური დაზიანებები. იგი ასევე ირწმუნება, რომ ხაბეიშვილი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, ხოლო მის ცემასთან დაკავშირების “შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.” “საზოგადოებამ კარგად ნახა, და […]

საგამოძიებომ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. “2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება […]

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

30 აპრილსა და 1 მაისის ღამეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. განცხადებაში წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი […]

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი – „ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი – „ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფომარციას ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი ავრცლებს. მათი ცნობით, კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების (პოლიტიკის […]

“როდესაც ნაკლებს თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია” – ანდრეა რანოკიამ კიმ მინ-ჯე დაიცვა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბაიერნმა” “რეალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. “რეკორდმაისტერის” ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ-ჯემ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც გერმანული პრესისგან კრიტიკა დაიმსახურა. “ინტერის” ყოფილმა მცველმა ანდრეა რანოკიამ სამხრეთკორეელი დაიცვა. “როდესაც ასე ცოტას თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია. საერთო ჯამში, მას კარგი მატჩი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ სერიოზული შეცდომა დაუშვა. […]

აქციამ მიიღო ძალადობრივი სახე, დაკავებულია 63 პირი, დაშავებულია 6 სამართალდამცველი – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 63 პირი დააკავა, დაშავდა ექვსი პოლიციელი, ხოლო “საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი”. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ. 2024 წლის 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან […]

როთი: კობახიძე, შეწყვიტე ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, გაიწვიე კანონი!

ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!

ჩვენ, “ჯენზი” თაობა დღეში 12 საათს ვმუშაობთ უკეთესი ცხოვრებისთვის, გგონიათ ეს აქციები დაგვღლის?

ამ თაობას ვერ გადაუწყვიტავ სად იცხოვროს და როგორ. ამ თაობას კარგად ესმის რა არის რუსეთი და მთელი არსებით სძულს იქ არსებული “ღირებულებები”. ამ თაობას უყვარს გართობა, განვითარება, ახლის შეცნობა, შრომა. ვერ მოგვიგებთ, შანსი არ გაქვთ! აგერ 25 წლის ვარ და ბოლო 5 წელია დღეს და ღამეს ვათენებ რომ ამ ქვეყანაში რაიმე შევქმნა. ასე იქცევა ჯენზი […]

ნებართვის და რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. […]

„პარლამენტი ცუდ კანონს იღებს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს“ – რესან ქიქავა

„ცუდ კანონს იღებს პარლამენტი. კანონს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს და რომლის წინააღმდეგ გამოდის ყველა, ვისთან დაახლოებასაც გვპირდება ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე თამაში „კარგად ნაცნობი, რუსული პოლიტიკური მოდის ნაწილია, რომელიც ქართველმა ხელისუფალმა წარსულშიც და ახლაც კარგად მოირგო“. „გუშინ ჩემს ლექციას […]