ჯანდაცვის სამინისტრო – პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 11 დაშავებული გადაიყვანეს, მათი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 11 დაშავებული გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა ნაწილი გაეწერა და კლინიკა დატოვა. „11 დაშავებულია რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ხატია დეკანოიძე – ყველა უნდა მოვიდეს რუსთაველზე! – აქ უკვე კანონპროექტში აღარაა საქმე, საქმეა ეხება, რუსიფიკაციას გადავურჩებით თუ არა

„ქართული ოცნების“ ადგილზე, სხდომაზე არ შემოვიდოდი – არაფერი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ესმის მხოლოდ ბევრი ხალხის, ყველა უნდა მოვიდეს რუსთაველზე! – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როგორც გუშინ, „როდესაც უმოწყალოდ არბევდნენ, მაგრამ ადამიანები არ იშლებოდნენ, ასეთი სულისკვეთება და მუხტი უნდა იყოს“. „ყველას მინდა მოვუწოდო – დღესაც შეიკრიბონ, ყველა ის ადამიანი, […]

მაიკლ როთი – ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი – არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!

ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი აცხადებს. „ძვირფასო ირაკლი კობახიძე, შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ, ძალადობა სასწრაფოდ შეწყვიტე. გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი. არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!“ – წერს მაიკლ როთი X-ზე.

გერმანიის ელჩი – ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის – გერმანია და ევროკავშირი მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან

გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. „ძალადობა და პერსონალური დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს გამოსავალი არასდროს არის. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის საქართველოს პარტნიორები […]

ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების […]

ეროვნული სატყეო სააგენტო – ჭიათურაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა. „კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი […]

ჭიათურაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას ბზის უკანონო მოპოვებისთვის […]

ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. ხაბეიშვილის ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი. პარტიაში აცხადებენ, რომ ის სპეციალურად იმისთვის “გაიტაცეს” პერიმეტრიდან, რომ “ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ”. […]

ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ, წიხლებს მირტყამდნენ… არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – აქციაზე დაკავებული ტედ ჯონასი

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც წუხელ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ის წერს, რომ ახლა სახლში, უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა დაკავების დროს სამართალდამცავებმა სცემეს. იურისტი ამბობს, რომ დაახლოებით 12:30 საათზე რობოკოპებმა გაიტაცეს. “როცა რობოკოპებმა უკან დაიხიეს და ხელახლა განლაგდნენ, მე გამიტაცეს. ტროტუარზე, დაახლოებით 30 მეტრი […]

შემოსავლები სამსახური უქმე დღეებშიც იმუშავებს – განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებშიც იმუშავებს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. გაწეული […]