ჯოზეფ ბორელი – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს. „მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება […]

ანდრიუს კუბილიუსი – პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან, დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და იგივეა: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი

პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან, დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და იგივეა: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს. „პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: თავიდან, მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება, ხოლო შემდეგ, ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და […]

რომან გოცირიძე – ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა: ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?!

ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა, ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?! – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე […]

ლევან ხაბეიშვილი – როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, „გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“, ამბობდნენ, „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“ – უნდოდათ მეთქვა, რომ „ჩმორი“ ვარ

მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ [სპეცრაზმელები] თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. ამბობდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მას ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეთქვა, რომ „ჩმორია“ და აღარ სცემდნენ, თუმცა, […]

შალვა პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო. რაც შეეხება მიკროფონის გამორთვის მიზეზს, პაპუაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა ჩამოართვა, რადგან როგორც მან განმარტა, მისი საუბარი თემას არ ეხებოდა და „მიტინგის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა“.

რატი ბრეგაძე – ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული

ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი და, პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად – ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის […]

რატი ბრეგაძე – ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ – ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესში. „ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან, საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა. „შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების […]

ეკა ხერხეულიძე „ოცნებას“ – კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა! – არ მახსენდება კანონი, რომელსაც ასეთი რეაქცია მოჰყოლია საქართველოში!

კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა! – კანონის შემდეგ რას აპირებთ, არასრულწლოვან ბავშვებს ანადგურებთ კანონპროექტის გამო,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს. ხერხეულიძის თქმით, არ არსებობს კანონი, რომელსაც ასეთი რეაქცია მოჰყოლია საქართველოში. „ჩემი კითხვა ეხება პირველ, მეორე და მესამე მუხლსაც, მთლიანად კანონს. კანონპროექტმა გადმოატრიალა ქვეყანა და არ არსებობს კანონი, […]

არმაზ ახვლედიანი – მოგიწოდებთ, პარლამენტის თავმჯდომარევ, გავიაზროთ ის, რომ სიტუაცია არაორდინალურია, საქმე საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ეხება – გთხოვთ, შევწყვიტოთ განხილვა და გავიწვიოთ, კანონი!

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა შეწყვიტოს და კანონპროექტი უკან გაიწვიონ. მისივე თქმით, სიტუაცია არის არაორდინალური, რადგან საქართველოს კონსტიტუცია უხეშად ირღვევა. „ბატონო თავმჯდომარევ, კოლეგებო გთხოვთ ყურადღებას. ჩვენ ახალ განვიხილავთ კანონის პროექტს, კონკრეტულ მუხლებს და ამასობაში, დღისით, მზისით, ვარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას. მოგიწოდებთ, […]