სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 22 პირი, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა. „30 აპრილის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის […]
“მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა” – პრეზიდენტის განცხადება

“მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა” – პრეზიდენტის განცხადება ,,მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ […]
“ვგმობ ძალადობას დემონსტრანტების მიმართ” – ჯოზეფ ბორელი თბილისში აქციის დარბევაზე

ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, დღეს, 1-ელ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება. “კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მოვუწოდებ მის მთავრობას, […]
ჩარკვიანი და სამადაშვილი რუსული კანონის განხილვიდან გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსული კანონის განხილვისას პლენარული სხდომის დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები — თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი — გააძევა. ჩარკვიანი სიტყვით გამოსვლისას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევაზე საუბრობდა, რის გამოც პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომაზე ყვირილი დაიწყო, რათა მისი ნათქვამი ყველას გაეგო. პაპუაშვილმა ის რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, […]
“გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას” – NGO-ები აქციის დაშლაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ დარბევა და პოლიციელების მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავება კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. […]
კრამონი: კონკრეტული შედეგებია საჭირო – EU-ს კანდიდატობის გაწვევა, დაფინანსების შეწყვეტა

გვჭირდება კონკრეტული შედეგები: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაწვევა, ქართლი პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მოგზაურობის შეზღუდვა პარლამენტარებისთვის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ეხმაურება ევროპარლამენტარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებს, რომ ის მკაცრად გმობს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობას.
მირტყამდნენ, როდესაც ძირს ვეგდე და თავის დაცვას ვცდილობდი – ამერიკელი იურისტი

ამერიკელი იურისტი, რომელიც გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგე აქციაზე პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის დაკავების პროცესს დეტალურად იხსენებს. ტედ ჯონასის თქმით, ის რობოკოპებმა დარბევის დროს გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. “წუხელ 12:30 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინა ხაზიდან რობოკოპებმა გამიტაცეს. ეს იყო იმის შემდეგ, რაც მათ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და გაზის […]
“ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაჰყევი კუბოში, ასე როგორ დაეცი, რომ შენი შვილის ტოლა ახალგაზრდების ცემას და სისხლის ღვრას ამართლებ?!” – კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე მიმართავს
“ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაჰყევი კუბოში, ასე როგორ დაეცი, რომ შენი შვილის ტოლა ახალგაზრდების ცემას და სისხლის ღვრას ამართლებ?!” – კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე მიმართავს თბილისის მერს, კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე, სოფიო ხუნწარია მწვავედ კრიტიკებს. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “ხომ არასდროს დამითაგიხარ რაც წამოვედი, არასდროს არაფერი მითქვამს! 4 წელია უკვე რაც სიტყვა […]
ოსტინი ქვეყნებს მოუწოდებს, Patriot-ის ტიპის საჰაერო სისტემები უკრაინას გადასცენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 30 აპრილს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ უკრაინას, რომელიც ბევრჯერ გამოვიდა მეტი საჰაერო სისტემის მიწოდების თხოვნით, რათა ქალაქები და ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას. “არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ის [სისტემები], და ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას”, – უთხრა ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს. “მე თავად ვესაუბრე […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა განახლდა

„უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს, კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ. პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს, დარბაზი დაატოვებინა, მანამდე კი მიკროფონის გათიშვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო გაფრთხილება მისცა. წუხელ, კანონპროექტის განხილვის დასრულების […]