კრამონი ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, რომელიც დღეს თბილისს ეწვევა, მოუწოდებს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან “ლამაზი პროექტებისა და ფოტოსურათების გადაღების დრო” აღარ არის. “გთხოვთ გამოიყენოთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ, რომ შეწყვიტონ თავიანთი ხალხის ცემა. მშვიდობიანი ადამიანების მიმართ ძალადობრივი და ბრუტალური […]

“არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს!.. არაადამიანებო, ღორებო!” – ქართველი სპორტსმენები “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და მიმდინარე აქციებზე

საქართველოს ნაკრებისა და ინგლისის პრემიერშიფის გუნდ “ექსეტერ ჩიფსის” მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს”, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა აბულაძე. საქართველოს დედაქალაქში გუშინ გამართული აქციიდან ფოტოს ავრცელებს სოციალურ ქსელში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე თათიაც გაბუნიაც, სადაც ჩანს, თუ როგორ […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6790 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6790 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6790 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 30 აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6849 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია.

რეგიონის ქვეყნები, გერმანია, UAE – დღეიდან, KobeOff წარმომადგენლობას 5 ქვეყანაში ხსნის

გაყიდვების სააგენტო KobeOff, დღეს წარმომადგენლობებს სომხეთში, აზერბაიჯანში, გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და რუსეთში გახსნის. ეს უკანასკნელი, იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელიც ანტისახელისუფლებო მოძრაობაშია ჩართული და ამის გამო, ადგილობრივ ბაზარზე სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. საუბარია აგენტის სტატუსის და შავ სიაში მყოფ მოქალაქეებზე, რომლებიც დღეიდან უკვე შეძლებენ სათანადო სერვისების KobeOff-ის საშუალებით მიღებას. კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს […]

“ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი” – კუბილიუსი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი დღეს, 1-ელ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილი პუტინთან და ლუკაშენკოსთან ერთად ერთ გზაზე დგას. “ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი: ჯერ მხეცური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, მერე კი დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის საწინააღმდეგოდ. დიქტატურას ყველა ჯერზე […]

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი

77 წლის ასაკში ფილტვის კიბოს გართულების შედეგად გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი, ავტორი 34 წიგნისა, მათ შორის ცნობილი “ნიუ-იორკის ტრილოგის” და “ილუზიების წიგნის”. მწერალი გარდაიცვალა 30 აპრილს, საღამოს, თავის სახლში, ბრუკლინში, ოჯახის გარემოცვაში. ოსტერმა სახელი გაითქვა 1980-იან და 1990-იან წლებში, თავისი “ნიუ-იორკის ტრილოგიით”, რომელშიც ის დეტექტიური ჟანრის მეტაფიზიკურ, ფილოსოფიურ გადააზრებას გვთავაზობს და სცენარით საკულტო […]

ჟოზეპ ბორელი მკაცრად გმობს თბილისში აქციის მონაწილეებზე ძალადობას

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება 30 აპრილის ღამეს თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის დარბევას და მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას. “მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის […]

NGO-ები: აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების დარბევასა და დაკავებას უკანონოს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები; 1 მაისს საგანგებო პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ 30 აპრილის ღამესა და 1 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევა იყო “არალეგიტიმური და არაპროპორციული, რაც უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული მუხლით დაკავების პრაქტიკა კი კვლავ თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა”. […]

UEFA ხუთშაბათს EURO 2024-ზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას დაიწყებს

უეფა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას იწყებს. ხუთშაბათს, თბილისის დროით 13:00 საათიდან 100 ათასზე მეტი ბილეთის რეალიზაცია უეფა-ს ოფიციალურ პლატფორმაზე დაიწყება. ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა თამაშების მიხედვით განსხვავდება. უეფა გამოიტანს იმ ბილეთებს, რომლებიც მარტსა და აპრილში ოფიციალური გაყიდვის პლატფორმის საშუალებით უკვე შეთავაზებული იყო. ასევე, დასრულებულია სტადიონებზე განთავსების გეგმა, რის შედეგადაც, დამატებითი ადგილები შეიქმნა. […]

სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

სამგორის რაიონში, ე.წ. საქნავთის დასახლებაში, 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც ჯამში 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე 25-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობით მოხდა ამ ფარეხების დემონტაჟი და აღნიშნულ სივრცეში, რომელიც, […]