შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შემიძლია, კითხვების დასმა საერთოდ შევწყვიტო – დროის „გაწელვას“ ცდილობთ, რეგლამენტი ამის უფლებას არ გაძლევთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი კოლეგებისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მუხლებზე შინაარსობრივი კითხვების დასმას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აფრთხილებს, რომ კითხვების დასმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. პაპუაშვილის აზრით, ოპოზიცია დროის “გაწელვას“ ცდილობს. “თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რეგლამენტის მიხედვით შემიძლია კითხვების დასმა საერთოდ შევწყვიტო. როგორც ჩანს, ინტერესი შინაარსის მიმართ არა გაქვთ. ცდილობთ დროის “გაწელვას“, ხოლო რეგლამენტში […]
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ისევ ხმაური იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ისევ ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას კითხვის დასმა შეაწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა. პაპუაშვილმა მას მიმართა, რომ საკუთარ დროს რეალურად კითხვის დასმისთვის არ იყენებს. „თქვენ ამბობთ, რომ […]
“კი ევროპას” – 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

“კი ევროპას” – დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა. დღეს პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მოსმენა მიმდინარეობს.
ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

30 აპრილს ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლ ოსტერი არის ცნობილი პოსტმოდერნული მხატვრული ნაწარმოებების – ნიუ-იორკული ტრილოგიის, ლევიათანის, 4 3 2 1-ის ავტორი. როგორც ცნობილია პოლ ოსტერი ფილტვის კიბოს გართულებით გარდაიცვალა. ოსტერი ცნობილი გახდა გამორჩეულად სტილიზებული, უცნაური გამოცანებით დატვირთული ტექსტებით, სადაც ნარატორების დიდი ნაწილი მწერლები არიან და სიუჟეტის განვითარების ხაზი ხშირად მოულოდნელი […]
შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა. პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის […]
ნინო ბურჯანაძე – საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. „მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, […]
დავით კირკიტაძე პაპუაშვილს – გუშინ, ჩემს კოლეგას შეახსენეთ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღო – გუშინდელი დარბევის შემდეგ, ადეკვატურია მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?!

გუშინ, განხილვის დროს, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას შეახსენეთ, (2011 წლის 26 მაისის) აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღეო – გუშინდელის შემდეგ, კანონპროექტის მეორე და მეოთხე მუხლზე საუბარი ადეკვატურია?! – ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ. კირკიტაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომას “არაადეკვატური“ უწოდა. “გუშინდელი დარბევის შემდეგ, სწორი და ადეკვატურია პროექტის მეოთხე მუხლის “გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?! […]
სალომე სამადაშვილი – შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია

შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას პლენარული სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა.“ […]
თაკო ჩარკვიანი – საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა, მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ცემას, დარბევას – მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს

საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას – მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მისივე თქმით, ის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეა, თუმცა გუშინდელ აქციაზე […]
თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს – თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან – კაცურად მოიქეცით თუ შეიძლება

თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. თეონა აქუბარდიამ ანრი ოხანაშვილს „კაცურად მოქცევისკენ“ მოუწოდა. „ბატონო ანრი, ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად, დარბაზში რომ შემოვდიოდი, თქვენი დედის გინება უკან […]