პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება. “უცხოური […]
შალვა პაპუაშვილმა „პოლიციის მიმართ უპატივცემლობის“ მიზეზით ანა ნაცვლიშვილს მიკროფონი გაუთიშა

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ ამ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები [რეესტრში არ შევლენ?], – ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, […]
არმაზ ახვლედიანი – ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი – ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს

ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ დღეს უფრო მასშტაბური პროტესტი იქნება და ეს არ დასრულდება მანამ, „ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა“. […]
თენგიზ ნასარიძემ ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

თენგიზ ნასარიძე ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილე იოჰანეს ფანკჰაუზერს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, აგროტურიზმის და მარცვლეულის წარმოების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ავსტრიის გამოცდილება აგროტურიზმის და ბიომეურნეობის მიმართულებებით, უმნიშვნელოვანესია. […]
ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. „სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ […]
810 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა აპრილში

აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა. რაც შეეხება 2024 წლის პირველ თვეებს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში – 8, ხოლო მარტში – 3. საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული […]
გერმანიაში საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით გაიმართა

ერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში და ბერლინში, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით, საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ვიზიტს საქართველოს ბიზნეს დელეგაცია, გერმანიაში საქართველოს საელჩოს უმაღლესი პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სავაჭრო სამრეწველო პალატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქართული და გერმანული კომპანიების 80-მდე წარმომადგენელმა სხვადასხვა სექტორიდან. ფორუმის მიზანი იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ბიზნეს შესაძლებლობების, ინვესტიციების და […]
“აიაქსი” პოტერს ვერ შეუთანხმდა და ახლა ფარიოლის ელაპარაკება

ნიდერლანდური გამოცემა AD-ის ინფორმაციით, “აიაქსსა” და გრემ პოტერს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზი ისაა, რომ “ჩელსის” ყოფილი თავკაცის მოთხოვნილსა და ამსტერდამული გუნდის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში დიდი სხვაობა იყო. ახლა ნიდერლანდური გრანდი “ნიცას” მწვრთნელ ფრანჩესკო ფარიოლისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. 35 წლის იტალიელის მეთაურობით, ფრანგული გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან ცოტა გოლს უშვებს. შეგახსენებთ, რომ “აიაქსის” საკუთრებაა […]
პარლამენტის პლენარული სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, […]
არასამთავრობო სექტორი – შსს-ს მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო – გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას

არასამთავრობო სექტორი წუხანდელი აქციის დაშლის შესახებ ერთობლივ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. მესამე სექტორის განცხადებით, „2024 წლის 30 აპრილს და 1-ელი მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა“. არასამთავრობო […]