თინა ბოკუჩავა – გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!

შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ, – ასე მიმართა ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას. ბოკუჩავას თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. „შეგიძლიათ თუ […]
ცოტნე ანანიძე ოპოზიციას – როცა ყველაზე დიდ შეკრებას „რუსულ მარშს“ ეძახი, ეს არის ქვეყნისთვის ანტიევროპული საქმე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის იმიჯს, როდესაც ყველაზე დიდ შეკრებას “რუსული მარშს” უწოდებს. ცოტნე ანანიძის თქმით, სინამდვილეში ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია – […]
“ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!” – გიორგი მერებაშვილი [PHOTO]

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ძალიან რთულია ამ კადრების ყურება შორიდან, არა რუსულ კანონს!!! საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – წერს მერებაშვილი სოციალურ ქსელში. გიორგი მუდამ გაფასებდი! დროა უკვე ყველა ფედერაციამ საჯაროდ თვქას არა რუსულ კანონს… სიჩუმე დანაშაულია ბიძოს ფულების გადამალვა რაში მაინტერესებს? ესეიგი უნდა შემოიტანოს […]
პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით გრძელდება.
დღეიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 400 000 ლარამდე გაიზარდა

1-ლი მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის შეფასებით ამ ზღვრის აწევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებისთვის და შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მიმდინარე მაკროეკონომიკური და […]
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინგმინგ იანგს. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, […]
“ისევ საქართველოს ნაკრებში მინდა თამაში და არა დსთ-ის თასზე, არა რუსეთს” – საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი თოდუა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ისევ საქართველოს ნაკრებში მინდა თამაში და არა დსთ-ის თასზე! არა რუსეთს, საქართველო, მიყვარხარ”, – წერს ირაკლი თოდუა საკუთარ “ისტაგრამგვერდზე”.
ბლინკენი ისრაელს და ჰამასს ეუბნება, რომ “ახლაა დრო” ცეცხლის შეწყვეტისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 1 მაისს შეხვედრებს მართავს ისრაელის ლიდერებთან, რათა მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის. ბლინკენმა მხარეებს უთხრა, რომ “ახლაა დრო” შეთანხმებისთვის მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში პაუზის დადგომისთვის. სახელმწიფო მდივანი მეშვიდე ვიზიტს მართავს რეგიონში მას მერე, […]
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისამდე გადადო

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელიც 8 მაისს იყო დანიშნული, 22 მაისამდე გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში უქმე დღეების გამოცხადებას უკავშირდება. საქართველოს მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა, შესაბამისად მომდევნო კვირის განმავლობაში საჯარო სექტორი არ იმუშავებს. […]
მედიაომბუდსმენი: აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა. · სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ოპერატორს ნიკო კოკაიას. · სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა პუბლიკა Publika ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს. · სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: […]