შეიძინე ბინა „მეტროპოლში“ და საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური მიიღე

გერმანიის, ქალაქ ჰამბურგში გასამგზავრებლად All Inclusive პაკეტი ორ ადამიანზეა გათვლილი. აქცია უკვე დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „მეტროპოლი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „მეტროპოლის“ განსაკუთრებული შეთავაზება საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს – ნებისმიერი პირი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში ბინას შეიძენს, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე გასამგზავრებლად სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდება. ინფორმაციის თანახმად, აქციის ფარგლებში გათვალისწინებული All Inclusive პაკეტი, რომელიც […]

კალაძე ხაბეიშვილზე: პოლიციის კორდონში შევარდა – ალბათ, ფიზიკურადაც გაუსწორდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.

ნინო წილოსანი – „ინსტაგრამ სთორები“ მეტ „ლაიქებს“ მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი, როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიერ საპროტესტო აქციის მხარდაჭერას ეხმიანება. მისი განცხადებით, მართალია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „სთორები“ მეტ მოწონებას მოუტანს კონკრეტულ ადამიანებს, „თუმცა, ისტორიის სწორ მხარეს დგომა და რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა“. „თავისთავად, „ინსტაგრამ სთორები“ უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ .. მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური […]

პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე და მამუკა გამყრელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას, პოლიტიკური საბჭოს წევრების ნიკოლოზ ვაშაკიძისა და მამუკა გამყრელიძის შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების კახა გოგიძის, აკია ბარბაქაძის, გიორგი თავდგირიძის და სხვების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის – საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების ერთობის, ერთიანი […]

ჯოზეფ ბორელი – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი, ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შესაძლებლობების […]

‘შავი ლომი’ ‘ლესტერისთვის’ დაირაზმა

ბრიტანულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, 3 მაისს ინგლისურ გრანდთან, ‘ლესტერ თაიგერსთან’ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ‘შავი ლომი’ 18 აპრილს შოტლანდიაში გაემგზავრა, ერთი კვირა იქ გაატარა და ‘ედინბურგისა’ და ‘გლაზგოს’ გაერთიანებულ გუნდთან გასახურებელი თამაში გამართა, ბოლო ერთი კვირაა კი ისტ-მიდლენდში ემზადება. ‘თაიგერსთან’ შეხვედრა „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის […]

ქარტია: ვგმობთ აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას – დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ღამით პოლიციის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. “29 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის […]

“ქართული ოცნების” ის მომხრეები, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდით და ახლა ამ სისასტიკეს აპრავებთ, რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც ვითომ ებრძოდით?“ – მერაბ მეტრეველი

“ქართული ოცნების” ის მომხრეები, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდით და ახლა ამ სისასტიკეს აპრავებთ, რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც ვითომ ებრძოდით?“ – მერაბ მეტრეველი “ქართული ოცნების” ის მომხრეები, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდით და ახლა ამ სისასტიკეს აპრავებთ, რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც ვითომ ებრძოდით? თქვენი “ბრძოლა” სულ ყალბი ყოფილა, მეგობრებო.“

„თუ ძაღლმა შეისუნთქა წიწაკის სპრეი, ან თვალებში მოხვდა“ – ვეტერინარული კლინიკის რჩევები

„თუ ძაღლმა შეისუნთქა წიწაკის სპრეი, ან თვალებში მოხვდა“ – ვეტერინარული კლინიკის რჩევები „თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც სჭირდებათ დაცვა, რადგან ისინიც იქ დგანან სადაც მათი მოსიყვარულე საზოგადოება იკრიბება ცნობილია, რომ ძაღლს და კატას ადამიანზე მგრძნობიარე ყნოსვა და მხედველობა აქვთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებში გამოყენებული წიწაკის სპრეი გაცილებით უფრო მაღალი კონცენტრაციისაა ვიდრე […]