სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ. საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული […]

ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა, 20 ივნისს გამახსენებთ, არ მჭირდება – გახარია – Netgazeti • ბიძინა ივანიშვილი • გიორგი გახარია • რუსული კანონი • Netgazeti.ge

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლისას ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ამის შესახებ გახარიამ დღეს, პირველ მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის […]

მუხრანის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების მიზნით, კიდევ ერთი პროექტი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N9 ბ-ში განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე დაწყებულია პროექტირება და სამსართულიან ავარიულ შენობას ახალი, ექვსსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს. „ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევში კიდევ ერთ მისამართზე დაიწყო პროექტირება – კერძოდ, მუხრანის ქუჩის N9 […]

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ბათუმიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდანაც უერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ბათუმიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდანაც უერთდებიან. ქუთაისში მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ. ისინი გმობენ წუხელ რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ ძალადობას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ზუგდიდიდან, თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები […]

შეიძინე ბინა „მეტროპოლში“ და მიიღე საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური

· გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გასამგზავრებლად All Inclusive პაკეტი ორ ადამიანზეა გათვლილი. აქცია უკვე დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „მეტროპოლი“ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარია. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც მიზნის მისაღწევად თამამ და გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. გვინდა, მხარში დავუდგეთ ფეხბურთელებს, რომ ჩანაფიქრი რეალობად აქციონ. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიული […]

„ამ კანონით დასავლეთთან ურთიერთობას ვიფუჭებთ“ – ინტერვიუ ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძესთან

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ დღეს, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. ამის შესახებ მან BMG-ის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური პროტესტის და მმართველი ძალის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობა, „ქართული ოცნებისთვისაც“ წაგებიანია, ამიტომ პაატა ტრაპაიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავალება რუსეთისგან აქვს მიღებული. ბიზნესმენს ქვეყანაში დაძაბული […]

კვირიკაშვილი: ხელისუფლება შევიდა უმძიმეს პროცესში, მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა

სამწუხაროდ, ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად. არადა, სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და ოცნების თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ […]

„ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“ — გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი [2015-18 წწ.] “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კურსს და ანტირუსული პროტესტის მონაწილეების დარბევას ეხმაურება. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს თავისი ქმედებებისთვის. „სამწუხაროდ, ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად. […]

რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, გელით 5-ზე, პარლამენტის უკან – NGO-ები

რუსული კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს 5 საათზე, პარლამენტის უკან შეკრებისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. “რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმრავლე, სიძლიერე და ერთსულოვნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ, როგორც კონსტიტუციის მიღმა გასულ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას. მოვუწოდებთ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა […]

მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე – „ხარებას“ და კუპატაძის შურისძიება! – ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ, ჩვეულებრივი ბანდიტები არიან

“ხარებას” და კუპატაძის შურისძიება! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. სააკაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილი და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამბედავი და შეუპოვრები არიან. „ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, […]