ევროინტეგრაციის ყოფილ მინისტრს ხულიგნობას ედავება შსს – სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა. პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის 28 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპულ […]

“ახალი tips and tricks-ები – წინა რიგს მოკიდეთ ხელი უკნიდან ქამარზე – შეთრევისგან მაგრად შველის” – უჩა აბაშიძე

ბლოგერი, უჩა აბაშიძე: ახალი tips and tricks-ები, ჩემგან: 1. მარტო ნუ რჩებით, არ ვიცი როგორ ვთქვა, მეც მომდის – “ითიშები” და უცებ მარტო დგახარ, სადღაც წინ და გვერდით და გგონია რო უსაფრთხოდ ხარ(თუ ვერ იაზრებ, თუ რა ვიცი) – მოკლედ ნუ რჩებით მარტო 2. წინა რიგს, მოკიდეთ ხელი უკნიდან ქამარზე (და ჯობია მეორე რიგსაც მოკიდეთ […]

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. „მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და […]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 155-მა ოჯახმა მიიღო, მათ შორის […]

ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი, ლიონელ რაპაი და ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ლილიანა ბოგუში. „მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის […]

ირაკლი კობახიძე – ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ

ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური […]

“ანგარიშსწორება და ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე” – ომბუდსმენის პირველადი შეფასება

სახალხო დამცველის აპარატის პირველადი შეფასებით, გუშინდელ აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობასა და ანგარიშსწორებას. ამის შესახებ ომბუდსმენმა ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს შსს-ს მიმართ მოწოდება და გაფრთხილებაა, არ გაიმეოროს გუშინ მომხდარი და არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში. “ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შესაძლოა იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარი გათავისუფლებისას გამოყენებული […]

“გაიწვიეთ კანონი, მოიხადეთ ბოდიში” – შოთა არველაძე

არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ […]

ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ

ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ მინდა გამოვეხმაურო როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, ისე გუშინ განვითარებულ მოვლენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს […]

პრემიერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წლიდან „ენჯეოების“ „აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა“. „მინდა აღვნიშნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ […]