ირაკლი კობახიძე – უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ

„ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. „მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს […]

ალეკო ელისაშვილი – უმრავლესობის დეპუტატებს სანქციებს რომ დაადებენ, მერე ნახავთ, როგორ „მოძუძგავენ“, მათ ბევრი არაფერი უნდათ კისრის მოსაგრეხად – ეგენი ხაბაროვსკში და ხაშურის ღამის კლუბში „საგულაოდ“ წამსვლელები არ არიან

ვიცი, რომ უცხოელები ეხმარებიან იმას, ვინც იმსახურებს დახმარებას და ეხმარებიან ღირსეულს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ღირსეული ერი ვართ, რომ გვწყურია თავისუფლება და ქედს არავის მოვუხრით, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს ხვდება. როგორც ელისაშვილმა […]

არმაზ ახვლედიანი – კატეგორიულად მოვითხოვ, შს მინისტრმა აქციამდე გააკეთოს განცხადება და დადოს პირობა, რომ ძალადობა აღარ იქნება – წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი, ვინც მის გადადგომას მოითხოვს

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს აქციამდე გააკეთოს განცხადება და დადოს პირობა, რომ ძალადობა აღარ იქნება – წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი, სხვებთან ერთად, ვინც მის გადადგომას მოითხოვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უმთავრესი საჭიროება სწორ, ევროპულ, დემოკრატიულ გზაზე დგომაა, რასაც ხელს „ბოროტების ბუდე – […]

ბადრი ჯაფარიძე – ევროკავშირის გაფართოების დირექტორი თავად ესწრება მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება, თავად მიიღებს პირველი წყაროდან ინფორმაციას “ქართული ოცნების” მორიგი საბოტაჟის შესახებ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საზოგადოება უნდა გაიგოს, რომ თუ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიიღებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი აღარ იქნება. ამის შესახებ მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, კობახიძე ხერტ იან კოოპმანი საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ” ძალიან მნიშვნელოვან დროს […]

ლევან იოსელიანი – ჩემი საქმე არის იზოლატორებში მივიდე, დაკავებულები მოვინახულო – იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად შეფასდეს, ამისთვის ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ

ჩემი საქმე არის იზოლატორებში მივიდე, დაკავებულები მოვინახულო – იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად შეფასდეს, ამისთვის ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ფიზიკურად, ადგილზე რატომ არ აკვირდება”. მისივე განმარტებით, აპარატის თანამშრომლებმა მხოლოდ ადგილზე სიტუაცია რომ ამონიტორინგონ, სრულ სურათს ვერ ასახავენ, ამიტომ […]

„გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“- შოთა არველაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი შოთა არველაძე ხელისუფლებას ე.წ. რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. ,,არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების […]

„ტურიზმში დასაქმებული ყველა ადამიანის შემოსავლის 90-100% არის უცხოური – საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კანონი?!“

„ტურიზმში დასაქმებული ყველა ადამიანის შემოსავლის 90-100% არის უცხოური, აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი სამომავლოდ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ ყველაფერს. მე ვერ ვხედავ აზრს საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კანონი?!“,- ამის შესახებ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ეს კანონი არ არის მტრულად განწყობილი კონკრეტული სახელმწიფოების, […]

„მივმართავთ ძალოვანებს, დაიცავით მანიფესტანტები ისე, როგორც იცავდა 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია“ – გია დვალი და ზაზა ოსმანოვი

„მივმართავთ ძალოვანებს, დაიცავით მანიფესტანტები ისე, როგორც იცავდა დემონსტრანტებს 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია“, – ამის შესახებ ფიზიკოსების, გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ფიზიკოსები წერენ, რომ „რუსული კანონის” მიღება ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობაა იმის, რომ მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე 35 წელია ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის იბრძვის. „დღეს ჩვენ ვდგავართ […]

“ეს ვირეშმაკობაა… სირცხვილია“ – გიორგი ქადაგიძე “გამჭვირვალობის” მხარდამჭერ ბიზნესმენებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მწვავედ აკრიტიკებს იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირეს იმ განცხადებებით, რომლითაც „გამჭვირვალობას“ მიესალმნენ. „თუ „რუსულ კანონს“ მხარს უჭერენ, დაიმორცხვონ და ისე მაინც აკეთონ საქმე და ნუ გვმოძღვრავენ. სირცხვილია“, – თქვა გიორგი ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე საუბრისას. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ბიზნესმენების მხრიდან […]

გაიწვიეთ უკან ეს კანონი და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა – შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსული კანონი უკან გაიწვიოს. ამის შესახებ მან Facebook-ზე განცხადება გაავრცელა. არველაძის თქმით, დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. „არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე […]