გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ – თქვენ დაკარგული გაქვთ ხალხის მხარდაჭერა, თქვენ ხართ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პატარა დაჯგუფება – ახლო მომავალში თქვენი ეს ძალადობრივი რეჟიმი დასრულდება

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ თქვენ დაკარგული გაქვთ ხალხის მხარდაჭერა, ახლო მომავალში თქვენი ეს ძალადობრივი რეჟიმი დასრულდება – თქვენ ხართ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პატარა დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, გუშინ […]
პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს პოლიციის კორდონია განლაგებული, რომლის უკან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას

პარლამენტის გვერდითა ქუჩაზე, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩის მხარეს პოლიციის კორდონია განლაგებული, რომლის უკან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას. ამ დროისთვის გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის წინ და უკანა შესასვლელთან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ამასთან, პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ […]
პრემიერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში – აქ კომპრომისი დაუშვებელია

რა თქმა უნდა, არა – ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს”. კობახიძის მტკიცებით, ამ კანონზე უარის თქმა […]
ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო – ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის

შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო – ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სავარაუდო სანქციებზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება, ქართველი ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს. […]
„ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს“ – თემურ ჭყონია

მისი თქმით, ქართველი ახალგაზრდები ევროპულ მომავალს არ დათმობენ.
ლოჩოშვილის “კრემონეზემ” “პიზა” დაამარცხა

სერია B-ს 36-ე ტურში „კრემონეზემ“ სახლში „პიზას“ 2:1 სძლია. მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა Flashscore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 6.6-ით. „კრემონეზე“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 63 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 მაისს გასვლაზე „პარმას“ შეხვდება. კრემონა. „ჯოვანი ძინი“ კრემონეზე – პიზა 2:1 გოლები: 1:0 ჩიოფანი […]
კობახიძე გამორიცხავს რუსული კანონის გაწვევას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ შარშანდლის მსგავსად, ამჯერადაც უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე. კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის რუსული კანონის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისი დაუშვებელია. პარლამენტში, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისა და პარლამენტის წინ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გააგრძელა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების […]
ბერბოკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსს ათი ათასობით ადამიანი იცავს ქუჩაში

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში იცავს. მისი საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების გადასაწყვეტია, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა.
ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად – რა გვეტყობა მაგის? – ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება

რა გვეტყობა მაგის? [ძალაუფლების დასათმობად მზადების} – ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. „რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა […]
მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ივანიშვილს დასაყრდენი აქტიური ჯგუფი აღარ ჰყავს. „ეს კარგად გამოჩნდა გუშინწინდელი აქციის დროს, რომელიც ნამდვილად საკუთარ ფეხში გასროლა აღმოჩნდა. გუშინდელმა დარბევამ აჩვენა, რომ სპეცრაზმელებიც არ ჰყოფნით. […]