აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიცია მათ გენარატორის შეტანის უფლებას არ აძლევს

აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიცია მათ გენარატორის შეტანის უფლებას არ აძლევს. არგუმენტად ისინი “უსაფრთხოებას” იმიზეზებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პოლციის თქმით, პროტესტმა რუსთაველის გამზირზე უნდა გადაინაცვლოს. გარდა ამისა, პარლამენტის შესასვლელებთან და გასასვლელებთან პოლიციის კორდონია განლაგებული.

„ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“ — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის დასაცავადაც ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდის. „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავადაც ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“, — წერს […]

„ძალადობა შობს ძალადობას“ — კობახიძე აქციაზე ადამიანების დაშავებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის პოლიციელებს და ამბობს რომ „მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მათ შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა“. „მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური […]

შსს გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს მოუწოდებს პროტესტის მონაწილეებს არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა. ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს […]

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კანალიზაციის მილები არ გაიჭედოს და არ დაზიანდეს?

ჩვენ, ადამიანებს, არ გვიყვარს დიდად საუბარი კანალიზაციაზე, ხო, ყვავილებზე საუბარი, სჯობს, გეთანხმები, მაგრამ ყვავილების თაიგულს თუ გაჩუქებენ – წყალში უნდა ჩადო, მერე ის წყალი უნდა გადაასხა და აივნიდან გადასხმას არც გირჩევ და იმედია, არც თავად მოგინდება. ყავა გინდა? – ჭიქა უნდა გარეცხო, დალევამდე და დალევის მერე. ტანსაცმლის მოვლისთვისაც კანალიზაცია გჭირდება, სადღესასწაულო სუფრა გინდა მოამზადო? რას […]

,, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს: ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა. ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, […]

პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს

პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს – საკანონმდებლო ორგანოს უკანა და გვერდითა შესასვლელები სპეცრაზმელებმა დაიკავეს. მათ უკანა შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეების ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს გადაწევაც დაიწყეს. ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ ხმაურია

დავით უსუფაშვილი – გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ – მათ მივმართავ, არავითარ შემთხვევაში არ დავიღალოთ, არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე

არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია, – ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტის ტრიბუნიდან. დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელია. „გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ. მათ […]

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: „მონებო რუსებო“. ამ დროისთვის შეხლა-შემოხლის ფონზე ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიიდან ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ […]

შსს – პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელებთან განთავსდება პოლიციის კორდონები, ხოლო აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და უკანა შესასვლელთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსდება პოლიციის კორდონები, ხოლო აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და […]