პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.
“EU ამას სტიგმატიზების და იარლიყის მიწებების გარეშე გეგმავს” – იოუროვა გამჭვირვალობაზე

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა მართლმსაჯულების საკითხებში, ვერა იოუროვამ გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ და ქართულ კანონებს შორის სხვაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპა ევროკავშირი ამის გაკეთებას სტიგმებისა და აგენტების იარლიყის მიწებების გარეშე გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისარმა 30 აპრილს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ამ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. “არასამთავრობოების შესახებ კანონთან დაკავშირებით მინისტრს […]
პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ე.წ. რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 21 იყო. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მეორედ დააინიციირა. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონს აუცილებლად მიიღებს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იმართება ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ლოზუნგით „კი ევროპას, არა […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„რუსული კანონის“ მეორე მოსმენის პარალელურად, პარლამენტთთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის გვერდითი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან პოლიციამ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიკავეს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან დატოვებენ დეპუტატები პარლამენტის შენობას რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ. ტეროტორია დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ 83 მომხრე 23 წინააღმდეგი. პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დარჩენილია კიდევ 1 მოსმენა.
ოსტინი: ვმუშაობთ, რომ “პატრიოტები” უკრაინას სხვა ქვეყნებმაც მიაწოდონ.

შეერთეებული თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 30 აპრილს ამერიკის პარტნიორებს მოუწოდა, გადასცენ “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას, რათა დაეხმარონ მას რუსული თავდასხმებისგან ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში. “არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ “პატრიოტები” და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ ქვეყნების ჩართვას”, – განუცხადა ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს. ლოიდ ოსტინმა არ დაასახელა ეს ქვეყნები, მაგრამ სახელმწიფოები, რომლებსაც არსებული […]
ზუგდიდში დაკავებული საპროტესტო აქციის ორი მონაწილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა “ახლის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაკავებულების უფლებადამცველების, საიას იურისტების, ნიკა გოგიასა და კესო ჩახაიას შუამდგომლობა და საქმეების არსებითი განხილვა გადაიდო 13 მაისამდე. იურისტების თქმით, მტკიცებულებების მოსაპოვებლად და საქმის მასალების გასაცნობად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ადვოკატების შუამდგომლობითვე, რომელიც […]
პოლიციამ სრულად დაიკავა ქუჩა პარლამენტის უკანა გამოსასვლელთან – მოქალაქეებმა რუსთაველი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება. პოლიციამ საღამოს 7:30-სთვის სრულად დაიკავა ქუჩა პარლამენტის უკანა გამოსასვლელი, სადაც მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი გამოხატავდა პროტესტს. პარლამენტის უკანა გამოსასვლელთან მობილიზებული სამართალდამცველების უმეტესობა სპეცდანიშნულების რაზმების წევრები არიან – საპატრულო პოლიცია მხოლოდ რამდენიმე რიგად დგას მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის. პარლამენტში სადავო კანონის განხილვის და მოქალაქეთა პროტესტის პარალელურად, განცხადებას […]
ეროვნული ლიგა. XII ტური. “გაგრა” – “კოლხეთი” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურში “გაგრა” ფოთის “კოლხეთს” მასპინძლობს.
“ჩემი ქმარი სახელმწიფო სამსახურშია, გვაპატიეთ… ვიცი, ვინანებ” – მოქალაქის წერილი

ანონიმურად სპეციალურად ვწერ! ჩემი ქმარი სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და ვიცი პრობლემები შეგვექმნება. მაპატიეთ თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა. გვაპატიეთ ის მიზეზები, რომლის გამოც გვეშინია. გიყურებთ, გგულშემატკივრობთ, ვტირი და ვნანობ თქვენთნ ერთად რომ არ ვარ. ვიცი მომავალშიც ვინანებ! ვიცი ბევრი ჩემნაირია ჩუმად! მაპატიეთ!