ესტონეთი რუსეთს მის ტერიტორიაზე თვითმფრინავებისთვის GPS სიგნალის ჩახშობაში ადანაშაულებს

ესტონეთის პირველი დიპლომატი მეზობელ რუსეთს GPS სიგნალების ჩახშობაში სდებს ბრალს. კვირის დასაწყისში, ფინეთის ავიაკომპანია “ფინეარმა” განაცხადა, რომ ერთი თვით შეაჩერებს ფრენებს ესტონეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტარტუს მიმართულებით. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ ზონაში GPS სიგნალის შეფერხებებით მიღება გახდა, რაშიც ტალინი მეზობელ რუსეთს ადანაშაულებს. “ფაქტია, რომ რუსეთი ახშობს GPS-ის ხელსაწყოებს ჩვენი რეგიონის ავიასივრცეში”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო […]

კიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა – “შტურმმა” ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

ავსტრიის თასის ფინალში „შტურმმა“ „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ტიტული. „შტურმმა“ დედაქალაქურ გუნდს გასულ თვეში ჩემპიონატზე ორჯერ მოუგო, ამჯერად დაძაბული მატჩი გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის ბოლოს ვენელები ზაიდლმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვერფელდმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 81-ე წუთზე კი კიტეიშვილმა საჯარიმოში ქუსლით ჰორვატს კოხტა პასი გაუკეთა […]

საპატრიარქო პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმართულ უწყვეტ ხალხმრავალ პროტესტს ეხმაურება. სასულიერო პირები “დამაფიქრებელს” უწოდებენ ქვეყანაში “არსებულ დაძაბულ ვითარებას და პოლარიზაციას” და ხელუსუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ. “როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ […]

შსს-ს თქმით, დეპუტატები პარლამენტიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს, პოლიცია გადის ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან და პოლიციის კორდონები გაყავთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან. უწყების თქმით, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე. “პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – წერია შსს-ს განცხადებაში. […]

აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილები თბილისის ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობას აანონსებენ – ამის შესახებ აქციაზე შეკრებილებს რატი ამაღლობელმა მიმართა. როგორც ამაღლობელი ამბობს, დემონსტრანტები ორ ნაწილად გაიყოფიან – ერთი ნაწილი პირველ სკოლასთან, მეორე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბება და ამის შემდეგ მსვლელობას დაიწყებენ.

ჩიტაძის ქუჩიდან სპეცრაზმი გაიყვანეს – ტერიტორია დატოვა წყლის ჭავლის მანქანამაც

მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მომხრე დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვეს, ჩიტაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები და სპეცტექნიკა გაიყვანეს.

კობახიძე გამორიცხავს კომპრომისს და კანონპროექტზე უარის თქმას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომპრომისი დაუშვებელია, რადგან ეს კანონი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი. განცხადება ირაკლი კობახიძემ 1 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კანონპროექტის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად, მან თქვა, რომ ამ კანონის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემასაც მოაგვარებს. “თქვენ გახსოვთ, რომ პოლარიზაცია ძალიან მცირე ფორმით 2004-2012 წლებშიც იყო […]

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას იწყებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში „არაძალადობრივ მოძრაობას” იწყებენ. ამის შესახებ აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეთა ერთი ნაკადი პირველი გიმნაზიიდან დაიწყებს მოძრაობას, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან. “დღეს ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ნებას. ასე რომ, ძალიან კონკრეტულად ახლა პირველი სკოლის მხარეს დაელოდეთ ჩვენ შეუპოვარ ქალებს […]

“სამწუხაროდ, ბიზნესმენთა კატეგორიას ჰგონია, რომ მათ საქმიანობას არაფერი დაემუქრება” – სტამბოლიშვილი რუსულ კანონზე

კომუნიკაციების ექსპერტი თინა სტამბოლიშვილი გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ბიზნესმენთა გამოხმაურებას აფასებს. GIPA-ს პროფესორმა აღნიშნა, რომ ბიზნესი ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ერიდება აქცენტს ისეთ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს. “ბიზნესსექტორი თავის საქმიანობას კვლავ შეუდგა. სამწუხაროდ, ყველას არა, მაგრამ ბიზნესმენთა კატეგორიას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი “Business As Usual” გაგრძელდება და მათ საქმიანობასა და ბიზნესს […]

შსს: პარლამენტიდან დეპუტატების უსაფრთხოდ გამოსვლა უზრუნველვყავით

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობიდან დეპუტატების “უსაფრთხოდ გამოსვლა უზრუნველყვეს”. “ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე”. უწყება მოუწოდებს პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები. […]