ანა წითლიძე „ოცნებას“ – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირ შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – ვიბრძოლებთ, სახელოვნად გავიმარჯვებთ და თქვენ თავჩაქინდრული მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება

თქვენი ხელით ხაბეიშვილი არის მკვდარი, თქვენი ხელით ყველა ის ახალგაზრდა, რომელსაც ჩემს თვალწინ „ხარება“ თავისი ზონდერებით დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა, ასფალტზე თავს არტყმევინებდა, არის მკვდარი – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირი შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – მინდა ამ სპეცრაზმის თანამშრომლებს მივმართო – თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული, თითოეული თქვენგანის სახელი […]

ლატვიის პრეზიდენტი – ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული ოცნებისთვის

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და ევროპული ოცნებისთვის მათ ბრძოლას”, – წერს რიკევიჩსი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის – „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსი“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სპეციალურმა ჟიურიმ მოსწავლეთა სამ საუკეთესო გუნდურ პროექტს I, II და III საპრიზო ადგილი მიაკუთვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს“ საფუძვლად […]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საპოლიციო ძალები, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გაიყვანეს

პარლამენტის ყველა შესასვლელი პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ დატოვა. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა. ტერიტორიიდან სამართალდამცავების გასვლას შეკრებილების მხრიდან ოვაციები და სტვენა მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ “რუსებო “, “მონებო”. მანამდე, აქციის მონაწილეებმა […]

ფოთში აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, ნიკოლაძის კოშკთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თავდაპირველად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერდნენ, ოდნავ მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გადაინაცვლეს. „ჩემს თანამოქალაქეებთან ვარ, იმისათვის, რომ გავაპროტესტო რუსული კანონი, გავაპროტესტო „ქართული […]

სებ-მა, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის განსახილველად, ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის – “საბაზო ინფლაციის ალტერნატივა: ორ-კომპონენტიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის დანერგვა პროგნოზირების და ანალიზის სისტემის (FPAS) მქონე ცენტრალურ ბანკებში” განსახილველად, ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ადგილობრივ ეკონომისტებთან დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ კვლევის მთავარ მიგნებებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. „საზოგადოებასთან […]

ლიეტუვის პრემიერი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ხალხის ნების განხორციელება

როდესაც ლიეტუვა ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრის წარმატების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, ჩვენ ვიცით როგორია ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მე მთელი გულით ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის არჩევანს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საბოტაჟი და დაიწყოს საკუთარი ხალხის ნების განხორციელება. ისინი იმსახურებენ აყვავებულ ევროპულ მომავალს – ნუ მოკლავ ოცნებას!

გიგა ბოკერია: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების თავისუფალ ნებას

„ძალიან სარისკო მდგომარეობა გვაქვს“,- ამბობს გიგა ბოკერია რომელიც ვაშინგტონში სხვდასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, თუ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განაგრძობს, არ არის გამორიცხული ამერიკამ ის მომავალში არამეგობრულ ქვეყნად აღიქვას.

აშშ “იმედგაცრუებულია”, რომ სერბეთის ახალ მთავრობაში სანქცირებული პირები იქნებიან

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპაარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი “იმედგაცრუებულია” სერბეთის ხელისუფლების წარდგენილ მინისტრთა ახალ კაბინეტში ამერიკის სანქციების ქვეშ მყოფ პირთა ხილვით. „ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვხედავთ, რომ ახალი მთავრობა თანამდებობებზე ორ სანქციირებულ პირს გვთავაზობს“, – განუცხადა “რადიო თავისუფლებას” 1 მაისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ეს ორი კანდიდატი არის ალექსანდრე ვულინი, რომელიც ვიცე-პრემიერადაა წარდგენილი და ნენად პოპოვიჩი, […]

ივანიშვილმა საქართველოს „ბელორუსიზაცია“ გამოაცხადა

ბიძინა ივანიშვილმა მის მიერვე დაფინანსებული კონტაქციის მეორე დღესვე აჩვენა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელია. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებმა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სასტიკად დაარბიეს. 60-ზე მეტი დემონსტრანტი დაკავებულია, უფრო მეტი ნაცემი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები