სახალხო დამცველი – მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველი აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. როგორც აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. „ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს […]

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის გავრცელებული განცხადებით, ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, ტყუილია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი. მერიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს […]

გიორგი ვაშაძე – თუ ვინმე პროვოკატორია, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, პროვოკაცია არის პოლიციის კორდონის მოხსნა

თუ ვინმე პროვოკატორია, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, პროვოკაცია არის აქ პოლიციის კორდონის მოხსნა , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ჩიტაძის ქუჩაზე განუცხადა, როდესაც ის მოქალაქეებთან მივიდა. მისივე თქმით, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილე მოქალაქეები იდგნენ და პარლამენტის შენობიდან სამართალდამცველები მათ ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამდნენ. „თუ ვინმე პროვოკატორია ეს არის ივანიშვილი […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება – მას ეს არ გაუვა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს

ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში – მას ეს არ გაუვა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენას ეხმაურება. მისივე თქმით, ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ქვეყნის ღალატია. „დღეს „ქართულმა ოცნებამ“, 83-მა […]

კალიფორნიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ ბანაკზე ისრაელის მომხრეთა თავდასხმის შემდეგ პოლიცია განთავსდა. ნიუ-იორკში აქციაზე 300 პირი დააკავეს

ნიუ-იორკის ქალაქის პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის სიტი კოლეჯში გამართულ პროპალესტინულ დემონსტრაციებზე. პირველი მაისს, დილით, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) კამპუსში, პოლიციამ თავისი ძალები განალაგა მას შემდეგ, რაც ისრაელის მხარდამჭერები თავს დაესხნენ პროპალესტინელი სტუდენტების მიერ მოწყობილ ბანაკს. შემთხვევის თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობა Reuters-მა შეამოწმა, ჩანს, როგორ ურტყამენ ჯოხებითა და ძელებით შეიარაღებული […]

პოლიციამ პარლამენტთან „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს“. შსს-ს პრესცენტრი ადასტურებს ამ ეპიზოდში „წიწაკის სპრეისა“ და წყლის ჭავლის გამოყენებას. „მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, […]

სენატორი შაჰინი: მოუსმინეთ ქართველ ხალხს, იმედი მაქვს, ეს საშიში კანონმდებლობა შეჩერდება

სენატორი შაჰინი ქართველ დიპლომატებს შეხვდა. ფორმულასთან გაკეთებულ კომენტარში სენატორი აცხადებს, რომ დიპლომატებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმედგაცრუება დააფიქსირა. ის რუსულ კანონს საშიშსა და შემაშფოთებელს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მას გაიწვევს. სენატორი შაჰინი აღნიშნავს, რომ კანონი შეუქცევადად შეცვლის საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას და დააზიანებს EU-ს და NATO-ს წევრობის მისწრაფებებს. “ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისას მე მათ ვუთხარი, რომ, […]

პარლამენტთან გაზი გაუშვეს, თავისუფლებაზე გამოჩნდა სპეცრაზმიც — ჭირს სუნთქვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინრეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. ადგილზე არიან ნეტგაზეთის ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაუშვეს გაზი, ჭირს სუნთქვა, ადამიანებს ეწვით ყელი. თუმცა, როგორც თვითმხილველებიც აღნიშნავენ, აღნიშნულ აირს მხოლოდ რამდენიმეწუთიანი მოქმედების მექანიზმი აქვს, რის შემდეგაც ადამიანები კვლავ უკან ბრუნდებიან. თავისუფლების მოედანზე უკვე გამოჩნდა ფარებით […]

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და სხვადასხვა საპოლიციო საშუალებების გამოყენების შემდეგ მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფი უწევს. ინფორმაციისთვის, სპეცრაზმელებმა პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.