იოსელიანი: მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს

“მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს” – სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობის მიმდებარედ მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. “ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი […]
“საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“ — ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „მე დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, — აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ […]
პრეზიდენტი: ბრძოლა გადის არჩევნებზე, ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ბოლო დროს

მინდა მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან და დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიასა გვიზიარებენ. მინდა მივმართო მათ – რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებული არის კანონი და უკვე, პრაქტიკულად, ეს კანონია. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია […]
ლაიენი: საქართველო გზაგასაყარზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს

დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები ავლენენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისადმი. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ამ მკაფიო მესიჯს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონზე. ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ მისწრაფებების აღიარებით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დასახული […]
სახ.დეპი: შეშფოთებულები ვართ ესკალაციური რიტორიკით, ასე არ იქცევა EU-ს ასპირანტი ქვეყანა

“ჩვენ შეშფოთებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით და ტონით”, – ამის შესახებ ფორმულას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან უპასუხეს. სახ.დეპის განცხადებით, EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა. “ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიას შორდება”.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ,,მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს […]
ნურავის ნუ ჰგონია, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობა ვინმემ გვაპატია – ბოღმად აქვთ, საქართველოს უკრაინიზაცია რომ ვერ შეძლეს. შავი ფული და რევოლუციაც ამისთვის სჭირდებათ
ნურავის ნუ ჰგონია, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობა ვინმემ გვაპატია – ბოღმად აქვთ, საქართველოს უკრაინიზაცია რომ ვერ შეძლეს. შავი ფული და რევოლუციაც ამისთვის სჭირდებათ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა ძალაში შესვლამდე გააკეთა უკვე ნახევარი საქმე, რადგან არა მხოლოდ იმ არასამთავრობო სექტორის ლუსტრირება მოხდა, რომელიც თურმე მართლა ხარჯავს შავ ფულს, არამედ იმ დონორი ორგანიზაციებისაც, რომლებიც ამ სამოქალაქო სექტორს აფინანსებენ.“– […]
ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს – “რედბერი”

ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს, – ამის შესახებ სარეკლამო კომპანია “რედბერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: “ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე ემუქრება, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის, საკუთარი შვილებისა და თანამებრძოლებისთვის თვალის გასწორების არ […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – საქართველო გზაგასაყარზეა – ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს

საქართველო გზაგასაყარზეა – ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. „თვალს ვადევნებ ვითარებას საქართველოში დიდი წუხილით და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
რომან გოცირიძე – ჯერ ყველაფერი წინაა – მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა – თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი

ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი განხილვა და დაძლევის მცდელობა – თუ საჭირო გახდა, არც საყოველთაო გაფიცვაზე უნდა ვთქვათ უარი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, საყოველთაო გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა. „ჯერ ყველაფერი წინაა: მესამე მოსმენა, მერე პრეზიდენტის ვეტო, მისი […]