,, უცბად პატარა გოგო მომახტა, თავისი სათვალე მოიხსნა და გამიკეთა, პირბადეც მომცა და გაიქცა” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, რომელიც აქციაზე იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს: ,, გაზი რო გაუშვეს სცენაზე ვიდექი და არ გავიქეცი, არაა ისეთი ძლიერი, რომ მოსწავლეთა სასახლიდან აქამდე ძაან მძაფრად მოვიდეს. ხოდა, ვდგავარ ასე, არ გავრბივარ და არც არაფერი მაქვს და უცბად პატარა გოგო მომახტა, თავისი სათვალე მოიხსნა და გამიკეთა, პირბადეც მომცა და გაიქცა. მე დავრჩი. არაფერი გაზი […]

მეუფე გრიგოლი: 27 აპრილის განცხადება პატრიარქის არ იყო, ერთ-ერთ სამსახურს ეკუთვნოდა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 27 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომ ის არა ილია მეორეს ან სინოდს, არამედ “საპატრიარქოს ერთ-ერთ სამსახურის” პოზიციას ასახავს. მეუფე გრიგოლი წერს, რომ შარშანდელი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა მოჰყვებოდა პარლამენტში კანონის ხელახალი განხილვების დაწყებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ერთი წლის წინ ჩვენ მომსწრე გავხდით საზოგადოებაში […]

თურქეთმა ტურიზმიდან I კვარტალში $8,8 მლრდ მიიღო

თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტით გაიზარდა – 8 მილიარდ 784 მილიონ 800 ათას დოლარამდე. ამას მოწმობს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) მონაცემები. TÜİK-ის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლის 21% საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. ტურისტების პირად საჭიროებებზე დანახარჯებმა 7 მილიარდ 775 მილიონ 627 ათასი დოლარი შეადგინა, ტურის პაკეტებზე კი […]

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ხის ბარიკადები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, აქციის მონაწილეებმა არსებული ხის ბარიკადები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს. მათი თქმით, ისინი ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ, რადგან პარლამენტის ეზოდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გაზის კაფსულებს გაუჩერებლად ისვრიან.

პრეზიდენტი – მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება – ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ არის მიღებული და ევროპული გზიდან გვაშორებს

მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ბრძოლის ხაზი ახლა უკვე არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, […]

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს. “გირჩი- მეტი თავისუფლების” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდანაც ჩანს, რომ დაშავდა პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე. მათი ინფორმაციით, კობერიძეს რეზინის ტყვია მუცლისა და ხელის არეში მოხვდა. დაშავებულებს ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ. […]

„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს“ — პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „არ გამოიწვიონ“ ძალადობა. ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვით მიმართა ახალგაზრდებს და თქვა, რომ მათ გვერდითაა. პრეზიდენტის თქმით, „უნდა მოვიგოთ გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე“ და რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი. „ამავე დროს, მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის […]

ვგმობ ძალადობას თბილისში, საქართველომ ევროპისკენ გეზი უნდა შეინარჩუნოს – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. პირველ მაისს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენი გმობს „თბილისის ქუჩებში ძალადობას“, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას 9 რეკომენდაციას, და ამბობს: „საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ კურსი უნდა შეინარჩუნოს“. „ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები თავიანთ მტკიცე ერთგულებას ავლენენ დემოკრატიისადმი. […]

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს იყენებს

რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს ადასტურებს აქციაზე მყოფი არაერთი ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება მისი გამოყენების შესახებ არ გაუვრცელებია. რეზინის ტყვიით დაშავებულებს შორის არის პარტია “გირჩის” წევრი, ცოტნე კობერიძეც. რადიო თავისუფლება უწყების პრესსამსახურში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს…ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე” – პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მიმართავს

„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ დროს გაავრცელა, როცა პარლამენტის ერთ-ერთ გამოსასვლელთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. ის ამბობს, რომ ბრძოლა გრძელვადიანია, გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებას ისახავს მიზნად, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და რომელიც ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. „მინდა მივმართო ახალგაზრდებს, […]