მთავარი ფასეულობა ევროპაა… რაც ეწინააღმდეგება ამ გზაზე სწრაფვას მიუღებელია – ვალერი ჩეხერია

სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. ის როგორც მოქალაქე წერს, რომ ის რაც დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება, მისთვის მიუღებელია.
ურსულა ფონ დერ ლაიენი – საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ და მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს

საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ და საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისი თქმით, ევროკომისია მოელის, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ […]
წულუკიანი აქციაზე: დასანანია ეს ყველაფერი, 1 000-ჯერ იქნა ახსნილი, რომ ქართული კანონია

დასანანია ეს ყველაფერი, ასჯერ და ათასჯერ იქნა ახსნილი არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის კანონი, რომელიც არის ქართული კანონი, ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაცია, ვისაც ეს ეხება, დეკლარაცია შეავსოს და გაიხადოს თავი გამჭვირვალე საზოგადოების თვალში… დასანანია, რომ ეს გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქისთვის, რომელიც უკვე მეორე დღეა, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოზე იერიშის […]
პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: ვიყოთ მშვიდობიანად, ჩვენი ბრძოლა არჩევნებზე გადის

ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. როგორც ყველა, დღევანდელი არაჩვეულებრივი გამოსვლაც აჩვენებს მთელ მსოფლიოს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც თავდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი. მე მინდა, ამავე დროს […]
აქციის მონაწილე თვალშია დაჭრილი – სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით

სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს.
ნორვეგია: შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენებით

“ღრმად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება”, – აღნიშნულია განცხადებაში. Deeply concerned by reports of disproportionate use of force against peaceful protesters in Tbilisi. We urge all actors to refrain from violence, and […]
ბერბოკი: ხელისუფლების გადასაწყვეტია, განზრახ არ შეაფერხოს მომავლისკენ გზა

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც ათასობით ადამიანმა ქუჩაში მხარი დაუჭირა. დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება საკვანძოა. ხელისუფლების გადასაწყვეტია, განზრახ არ შეაფერხოს მომავლისკენ გზა.
,, ვგმობ მიმდინარე ძალადობას თბილისის ქუჩებში” – ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი X-ზე წერს: ,,თვალს ვადევნებ თბილისში მიმდინარე მოვლენებს დიდი შეშფოთებით და ვგმობ მიმდინარე ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი საკუთარი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა, ის უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე”
აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა

აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ თვალის არე მას სისხლიანი აქვს. მოქალაქეებს ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან მიჰყავს.
,, დღევანდელი არაჩვეულებრივი გამოსვლაც აჩვენებს მთელ მსოფლიოს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანიმართულობას” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს: ,,ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. როგორც ყველა, დღევანდელი არაჩვეულებრივი გამოსვლაც აჩვენებს მთელ მსოფლიოს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც თავდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი […]