დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლიციის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში მომიტინგე სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრების მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“. ტრამპმა შეაქო სამართალდამცავები ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და „სითი კოლეჯის“ დაახლოებით 300 მომიტინგის დაკავებისთვის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს გაბრაზებული შეშლილები და „ჰამასის“ თანამგრძნობები უწოდა. აშშ-ში ღაზაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. […]

„ამ კანონპროექტმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო გზაზე დააყენა“ — სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული პირველ მაისს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონის მხარდაჭერას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი, მორიგი, ხისტი განცხადებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებსაც. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლით ინსპირირებულ „უცხოეთის გავლენის“ კანონპროექტს, რომელსაც დღეს მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტში და ასევე მათ დასაცავად ოფიციალური თანამდებობის […]

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს – სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მთავარია ის, თუ რა მოხდება არჩევნებზე. „კიდევ ერთხელ, პრობლემა, რომელიც სასწორზეა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთ, თვე ნახევარში იქნება მიღებული. ვეტოს დავადებ და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას 7 ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან გეგმავს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს კიდევ შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ამზადებს. “ვამზადებთ უსაფრთხოების კიდევ შვიდ ახალ დოკუმენტს ჩვენი სახელმწიფოსთვის – ორმხრივ შეთანხმებებს უსაფრთხოების საკითხზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმების პროექტი უკვე მომზადებულია და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეთანხმებები უახლოესი წლების განმავლობაში უკრაინის […]

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავებულია 14 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, კერძოდ, მტერმა „ნოვა ფოსტას“ საფოსტო განყოფილებას დაარტყე, დაშავებულია 14 ადამიანი, – ინფორმაციაქს უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება. „ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საფოსტო საწყობები. ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. მიმდებარე სახლებში ჩამტვრეულია […]

„პუბლიკა“ იუწყება, რომ მის ჟურნალისტს პოლიციელმა დაარტყა

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ წუხელ, 2 მაისს, პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავმა გამოცემის ჟურნალისტს სცემა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ვიდეოში ისმის, რომ რეპორტიორი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს, შსს-ს თანამშრომლებს ეუბნება: „ჟურნალისტი ვარ“. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი პოლიციელი მეორეს მოუწოდებს: „მოკიდე ხელი“. ამავე გამოცემის კიდევ ორ რეპორტიორს წინა ღამით, 30 აპრილისა და 1 მაისის მიჯნაზეც შეუშალეს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი, ქლორპიკრინი გამოიყენეს. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთმა უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ქლორპიკრინი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რაც ქიმიური იარაღის კონვენციას არღვევს. „ასეთი ქიმიკატების გამოყენება არ არის იზოლირებული ინციდენტი და სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის ძალების სურვილით, განდევნონ უკრაინული ძალები დაკავებული პოზიციებიდან და მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობებს […]

„თქვე 1500-ლარიანებო“ – გამთენიისას პარლამენტთან ორი დემონსტრანტი დააკავეს

გამთენიისას, 5:10 საათისთვის პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე წამით ადრე ისინი პოლიციელებს ესაუბრებოდნენ. დაკავებამდე სულ ცოტა ხნით ადრე საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პოლიციელებს მოუწოდა, უბრალოდ გაერიდებინათ ადგილიდან და არ დაეკავებინათ. „გოგა, არ დააკავო, გაიყვანე“, – მიმართა სირაძემ გოგა მემანიშვილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს. ამის შემდეგ პოლიციელები დემონსტრანტებისკენ ზურგი შებრუნდნენ. დემონსტრანტებმა შეძახილები […]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა – ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის გამზირზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება. მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ გაგრძელებისკენ მოუწოდა. პარლამენტთან დღის ბოლოს ორი პირი დააკავეს. მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, […]

გიორგი ვაშაძე – ეს ხომ მაროდიორობაა, ეს არ არის პოლიციელობა

შეთრევაზე არიან, ოღონდ ვიღაცა შეითრიონ და ცალკე მოიხელთონ, ეს ხომ მაროდიორობაა, ეს ხომ არ არის პოლიციელობა , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსთაველზე განუცხადა, როდესაც ისაუბრა პოლიციის მიერ აქციის ორი მონაწილის დაკავებაზე. ვაშაძის თქმით, პოლიცია ადამიანების სათითაოდ დაკავებას ცდილობს. “პოლიცია პროვოკაციაზეა, უნდათ, რომ სათითაოდ დააკავონ და დაიჭირონ. ეს რა არის, ყველა […]