დუგინი: აი როგორ ყრიან ტლინკებს უცხოეთის აგენტები

საქართველო. აი როგორ ყრიან ტლინკებს უცხოეთის აგენტები, როდესაც სუვერენული ხელისუფლება გადათვლითა და დაფიქსირებით ემუქრება. სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოეთის აგენტების ქცევა, რომლებიც ვნების კვირაში პარლამენტის კედლებში ბორგავენ, ნამდვილად არ არის ქართული.

შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებელი ალტერნატივა – ლევან დავითაშვილი

შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ADB-ის ყოველწლიურ ღონისძიებას წელს საქართველო მასპინძლობს. მისი თქმით, „საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან, […]

საქართველოში ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის […]

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივა. ილია დარჩიაშვილის მოსმენა ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. დარჩიაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს

ექიმი ზაზა თელია აქციაზე დაზარალებულებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს

ექიმი ზაზა თელია მათ, ვინც აქციაზე კანის დაზინება მიიღო, უფასო კონსულტაციას სთავაზობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო მეგობრებო, მზად ვარ, აქციაზე მიღებული ნებისმიერი კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის დაზიანების მკურნალობასთან დაკავშირებული კონსულტაცია უფასოდ გაგიწიოთ!“ – წერს ზაზა თელია.

ლევან დავითაშვილი – სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის

საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4,5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციებია განხორციელებული და დღევანდელი ღონისძიებაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით პანდემიისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. პირველი […]

Channel 12 – დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს

დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს. დემონსტრანტებს, რომელთა რიგებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრები არიან, დიდი ბანერი უჭირავთ წარწერით: „ან რაფაჰი, ან მძევლები – აირჩიე სიცოცხლე“. „რაფაჰში შესვლა მძევლების სიცოცხლის დათმობას ნიშნავს. ექვსთვიანი დაპირებების შემდეგ, რომ მძევლების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო მოქმედებების […]

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები კონგრესმენებს გეიბ ამოს, მაიკ ლოულერს და უესლი ჰანტს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე და ევროპის უსაფრთხოებაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოში დაგეგმილ სტრატეგიულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების […]

რუსეთმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა – დაშავდა 14 ადამიანი

ღამით რუსეთმა ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად საფოსტო კომპანიის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. „რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საფოსტო საწყობები. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან […]

„პოსტვ-სა“ და „ოცნების“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა Anonymous-მა აიღო

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო. „საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე აქციის მონაწილეთა მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის […]