HRW: რუსმა სამხედროებმა ტყვედ აყვანილი 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულის მორიგი ფაქტები გამოავლინა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW). დღეს, 2 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბრიდან რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა დახვრიტეს სულ მცირე 15 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ და კიდევ 6, რომლებიც უკვე ტყვედ იყვნენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, […]

სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს

სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. „სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი […]

სალომე ზურაბიშვილი – ამ რუსული კანონის რეალური დასასრული, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში

მჯერა, თავშეკავებას გამოვიჩენთ, რადგან არჩევნებამდე გრძელი გზაა და ამ რუსული კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიიღეს, რეალური დასრულება, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა არასტაბილური სიტუაციის გაუარესება და გარკვეული სამოქალაქო კონფლიქტი, პრეზიდენტმა […]

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში აქციაზე დაშავებული 15 პირი გადაიყვანეს, რომელთა შორისაც სამართალდამცველებიც არიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. „1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი შედგა

28 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: კომიტეტის თავმჯდომარე კატრინ ბუდე (SPD), დეპუტატები მარტინ რაბანუსი (SPD – სოციალ-დემოკრატიული პარტია), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები) და თომას ჰაკერი (FDP – თავისუფალი დემოკრატიული პარტია). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, თბილისში დელეგაცია შეხვდა ქართული ანალიტიკური […]

მოვუწოდებ მორაგბეებს, აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე – ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე მორაგბეებს, რომლებიც რუსული კანონსა და მის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ, მოუწოდებს, რომ თავიანთი საქმე აკეთონ. როგორც იოსებ ტყემალაძე ამბობს, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა „სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ“ შეიძლება, ნაკრებში განხეთქილება და დაპირისპირება გამოიწვიოს. ტყემალაძის განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. იოსებ ტყემალაძის აზრით, მორაგბეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, „სერიოზული […]

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!

ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები! – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა ყოფილმა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. ის საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაყობს მამაცი, ძმური და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხით. როგორც ანდრეი კასიანოვი აღნიშნავს, მთელი […]

ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“. „დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის […]

„ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე მხარდამჭერ 15 სახელმწიფო პროექტში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, დავაინიციროთ ახალი […]

მიკროსაფინანსოების რაოდენობა შემცირდა, სავალუტოების – გაიზარდა – რამდენი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 955 ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. მათ შორის 15 კომერციული ბანკია, რომელთა შორის 13 უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი. ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა 148-ია, სერვისცენტრების კი 761. მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 1-ით ნაკლებია. სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა ერთ წელში 174-დან […]