სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა – ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის

ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის – ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, […]

ლაშა ხუციშვილმა იუჯინ ფილიპ რუგენაათთან მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ ფილიპ რუგენაათს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა […]

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა! საკონკურსო წინადადებების პირველი ეტაპის მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ მისამართზე – ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქ. №40. ან ელექტრონულ მისამართზე [email protected] კონკურსის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალის განთავსება. საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი […]

Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტიისა და POSTV-ის ვებგვერდები გატეხა

Anonymous-ი აცხადებს, რომ „საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება POSTV-ის“ ვებგვერდები გატეხა. „რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტ მთავრობას: ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის უგულებელყოფა – შეგეწყვიტათ საპოლიციო სისასტიკე დემონსტრანტების წინააღმდეგ, გააგრძელეთ მათი დევნა და ზიანის მიყენება. მოქალაქეების წინააღმდეგ თქვენი არაჰუმანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-საშუალების დაზიანებას და გატეხას. […]

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს – ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებული […]

ოთარ შამუგია – ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. როგორც შამუგიამ აღნიშნა, ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და მხარდაჭერას აგრძელებენ. „ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე […]

“ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას” – საფრანგეთის საგარეო თბილისში მიმდინარე აქციებზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. “საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ის, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს მოსახლეობის სურვილის შესაბამისად”, – წერია უწყების განცხადებაში. თბილისში ბოლო 2 კვირაა რუსული […]

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს: „2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“.

უახლესი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მანანა ბერიკაშვილი ძმის, მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“უყვება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად განუვითარდა ინფარქტი და როგორც მისი და აღნიშნავს, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მისი მოხსნა გახდა შესაძლებელი, შემდეგ ისევ საქართველოში დააბრუნეს, […]

პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. აქტივისტების ნაწილი ამ მოწოდებას დაემორჩილა, ხოლო ნაწილი – არა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებს მოუწოდებდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან უბრალოდ გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს. ვაჟა სირაძის […]