მატჩის მერე მსაჯი ტიროდა და მას “ლაიფციგის” მწვრთნელი აწყნარებდა – უჩვეულო ფაქტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში “ლაიფციგმა” “ასტონ ვილას” უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩის ერთ-ერთი გვერდითი არბიტრი 49 წლის იტალიელი ალესანდრო ჯალატინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და მას გერმანული გუნდის მწვრთნელი მარკო როზე აწყნარებდა. საქმე იმაშია, რომ ჯალატინიმ კარიერაში ბოლო მატჩი განსაჯა. მისი კარიერის მთავარი მიღწევა კი უდავოდ 2020 წელს […]

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. როგორც სააგენტოს ინფორმაციაში წერია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო […]

ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის ამოქმედება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის ამოქმედება გადავადდება. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს ზაზა ლომინაძესა და ვლადიმერ კახაძეს ეკუთვნით და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ კახაძემ განაცხადა, გადავადების მიზანია, ცვლილებისთვის სექტორს შესაბამისი ვადები მიეცეს. „მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ევროასოცირების კომპონენტში მთლიანად მოხდეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის ადაპტაცია ჯანმრთელობის […]

გამოცხადებული რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში – კალაძე

გამოცხადებული რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში – კალაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეორგანიზაცია განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებამდე დაიწყო, შესაბამისად, „მერიაში ძალიან ბევრი, დიდი ცვლილებები იქნება“. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში ძალიან ბევრი არასწორი შეფასება მოისმინეს. მისივე თქმით, თუ […]

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს თუ გეგმა სწორად შეადგინეთ, შეგიძლიათ მისი განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. კურო დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ […]

გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების დაშანტაჟება, ბულინგი. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება, რომ რაღაცას ხელი მოაწეროს ან არ მოაწეროს – კალაძე

გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების დაშანტაჟება, ბულინგი. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება, რომ რაღაცას ხელი მოაწეროს ან არ მოაწეროს – კალაძე „მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკრად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ […]

პროტესტის მე-13 მშვიდობიან ღამეს აქციიდან წასული კიდევ 6 ადამიანი დააკავეს

გასულ ღამეს, მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მე-13 ღამეს მორიგი 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ. 10-11 დეკემბრის ღამეს აქცია სრულიად მშვიდობიანად დამთავრდა. არ გამოყენებულა არც პიროტექნიკა და პოლიციის წარმომადგენლებიც კი არ მდგარან დემონსტრანტების სიახლოვეს, როგორც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე პარლამენტის მოსაზღვრე ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. თუმცა ძალოვნების სანადირო ოპერაციამ აქციის დაშლის შემდეგ […]

EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის. დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა გასცემს და ის გადაეცემათ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მეუღლეებს, მათ შორის დეპუტატებს, მინისტრებს, მერებს, მოადგილეებს და ა.შ. რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, საჭიროა […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში – „შენი თბილი კერა“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური […]

შვედი პარლამენტარი – საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის

საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ […]