კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო შეიქმნება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება. კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი სამინისტრო – კულტურის […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან. „პროექტის […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია. „წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ ემატება ახალი ნორმა, რომლითაც რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება. […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის […]
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე კანონის ამოქმედების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის თანმდევ კანონებში, ასევე „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების ამოქმედების ვადების გადავადებაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, მეათე […]
“ბიბლუსი ჯგუფი“ საახალწლო ფესტივალის ღონისძიებას აუქმებს

“ბიბლუსი ჯგუფი” ყოველწლიური საახალწლო ფესტივალის წლევანდელ ღონისძიებებს აღარ ჩაატარებს – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება “ბიბლუს ჯგუფმა” ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო. “ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება”, – […]
კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს
კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს თბილისის მერი კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომერციული ობიექტები საწარმოო ნარჩენების ურნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე […]
წუხელ მშვიდობიან აქციაზე ექვსი მომიტინგე დააკავეს

10-11 დეკემბრის ღამით, მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე, რომლის პარალელურად არც საპოლიციო მობილიზება არ ყოფილა და არც პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ექვსივე ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის […]
გურამ მაჭარაშვილი – გინახავთ მიტინგების დაშლის ამერიკული და ევროპული სტანდარტები? რომელი უფრო პროპორციულია – საქართველოში თუ ევროპაში?

თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ვიდეოს და სურათს, სადაც საქართველოში მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ არა თუ დაარბია, არამედ აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა – თქვენ გინახავთ ამერიკული და ევროპული სტანდარტები მიტინგების დაშლის? რომელი უფრო პროპორციულია – საქართველოში, თუ ევროპაში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეების მიერ „შტურმის დაწყების შემდეგ რეაგირებენ […]