საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში – „შენი თბილი კერა“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური […]

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

“საბურთალოს” ყოფილი მწვრთნელი ომარ თეთრაძე რუსეთის FNL-ის (რანგით მე-2 ლიგა) ბინადარ “უფას” სპორტულ დირექტორად დანიშნეს. კლუბის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრაძის პროფესიონალიზმში დარწმუნებულნი არიან და გუნდის გაძლიერებაში მისი წვლილის შეტანის ეიმედებათ. “უფას” ამჟამად კარგი ხანობა ნამდვილად არ უდგას და მე-2 ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება. 20 ქულა აქვს, მე-15 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 1 ქულით […]

გოგა ხაინდრავა ლანა ღოღობერიძეს პასუხობს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კომენტარს ეხმიანება. „უკანასკნელი ბრძოლიდან გულში ჩარჩენილი ტყვიით იბრძვიან ადამიანები ყოველღამე რუსთაველის გამზირზე! – ლანა ღოღობერიძე. იმ ტყვიებს გულისხმობთ ბოლშევიკურ – ჩეკისტური აღტყინებით, თქვენთვის ცნობილი მოღალატეები! ათასობით ქართველ პატრიოტს რომ ახლიდნენ გულში! ქ-ო ლანა?!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ომისშემდგომი გლობალური პოლიტიკის ახალი ფაზა უაღრესად მოაზროვნე პირებს მოითხოვს. როთისნაირი პოლიტიკოსების ადგილი ამ საფეხურზე აღარ არის. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაცვეთილი და წარუმატებელი “მეიდნებით” შემოიფარგლონ

ომისშემდგომი გლობალური პოლიტიკის ახალი ფაზა უაღრესად მოაზროვნე პირებს მოითხოვს. როთისნაირი პოლიტიკოსების ადგილი ამ საფეხურზე აღარ არის. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაცვეთილი და წარუმატებელი “მეიდნებით” შემოიფარგლონ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიხაილ როთი განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, როთი ნაწილობრივ მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირს უნგრეთი შიგნიდან, რუსეთი კი გარედან ანადგურებს. ექსპერტის თქმით, ახალი გლობალური […]

ბათუმში, უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს 2 პირს – პროკურატურამ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის […]

კომპანიებს, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზიას ფლობენ, მოგების გადასახადი15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შედის

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. „კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის […]

ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა – ჩეხეთის პრეზიდენტი

ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი წერს. პაველმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ევროპული ოცნების დათმობაზე. „ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში. მე აღფრთოვანებული […]

კაია კალასი – რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა ისწავლა

რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. „მე ვხედავ მაგალითებს რუმინეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან, რომ (რუსებმა) ნამდვილად გატეხეს კოდი, თუ როგორ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე“, – განაცხადა კაია კალასმა. მისივე თქმით, დღევანდელი მეთოდები იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად […]

კახა კალაძე – ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო დაგვეყო

ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო დაგვეყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, 2017 წლიდან თბილისის მერის პოზიციაზეა და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჩაგრა ან ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჰქონოდა. „გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან […]

კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის და ორი დამოუკიდებელი უწყების – კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს შექმნის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტშია

კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის და აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი უწყების – კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს შექმნის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტშია. პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო დაემატება, საიდანაც კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს […]