გუნდის წევრების ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება ნაკრებში – იოსებ ტყემალაძე

მას შემდეგ, რაც ქართველმა მორაგბეებმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს რუსული კანონისა და საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ, განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ. ტყემალაძის განცხადების მიხედვით, გამოხატული ღია პოზიცია ზეწოლის შედეგია. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და […]

დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც გადაიდო

პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. როგორც პარლამენტის […]

დააპაუზეთ კანონის მიღების პროცესი – „მწარმოებელთა ფედერაცია” მთავრობას მიმართავს

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უმწვავეს სტადიაშია გადასული. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოვალედ თვლის თავისი პოზიცია და გამოსავლის ხედვა დააფიქსიროს , „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის შესაძლო მიღების ირგვლივ. ვხედავთ, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონთან მსჯელობებში რადიკალურად განსხვავებული აზრები ფიქსირდება და დღეს აღნიშნული კანონის მიღება […]

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს. „სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს […]

ბრიტანეთის საელჩო: მოქალაქეები მკაფიოდ აფიქსირებენ სურვილს – მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს

ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. “ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის წინ წაწევას პარლამენტში და აღნიშნავს, რომ როგორც კანონი, ასევე ქართული ოცნების წევრების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. “შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას […]

წელს მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 14 მოვაჭრეს 11 300 ლარის ჯარიმა დაეკისრა – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის მიმართულებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა […]

კურული – კორიდას წინამორბედი ქართული ხალხური თამაში

კურული ანუ კუროსთან, ხართან ჭიდაობა თამაშად ქცეული რიტუალი გახლდათ, რომელიც დიდი ღმერთის სახელზე იმართებოდა და ძირითადად, დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში იყო გავრცელებული. სამეგრელოში ეს თამაში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს, მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩარჭობილ პალოზე და 2 კაცი გარკვეული წესების დაცვით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი […]

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში პუტჩებით არ მოსულა. ეროვნული მოძრაობის მთელი ისტორიის განმავლობაში, არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია, არსად ყოფილა გამოყენებული ძალა, არსად დავსხმივართ თავს პოლიციას, არასად გვისვრია ქვები. ყველგან […]

ოცნების ლიდერების გერმანელ ლექტორებს იურისტები და პროფესორები წერილით მიმართავენ

ქართველი იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მეცნიერები ქართული ოცნების დეპუტატების და მთავრობის წარმომადგენლების – ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, რატი ბრეგაძისა და ანრი ოხანაშვილის სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელ გერმანელ პროფესორებს განცხადებით მიმართავენ. ღია წერილის ადრესატები არიან გერმანელი პროფესორი მარტინ ჰეგერი (ოხანაშვილის ხელმძღვანელი) , ოტო ლუხტერჰანდი (ბრეგაძის ხელმძღვანელი) მაიკლ მარტინეკი (პაპუაშვილის ხელმძღვანელი) და მარტინ მორლოკი (კობახიძის ხელმძღვანელი). ისინი […]