“სხდომების გაუქმება შიშის გამოვლინებაა, ვიკრიბებით 7-ზე პარლამენტთან” – საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის გაუქმებას პარლამენტში და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს შიშის გამოვლინებაა. “ეს არის მართლაც შიშის გამოვლინება. დღეს იყო სხდომა დაგეგმილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იმიტომ, რომ საქმე ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას საქართველოს სახელმწიფოსი. გუშინ 83-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი რუსულ კანონს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, […]
1-2 მაისის ღამით აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – ჯანდაცვის სამინისტრო

1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი […]
ავარია რუსთავის ავტობანზე – რა ხდება ადგილზე?

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსათავის“ ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის დროს დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.
საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა – რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ და რა ლოცვები იკითხება ამ დღეს?

დღეს დიდი ხუთშაბათია. დიდი ხუთშაბათი არის დღე, როცა უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა. საღამოს, […]
ხუთი მომსახურება, რომელიც აპრილში გაძვირდა

2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის მიხედვით, საქმიანობებს შორის, წელს აპრილში, წინა […]
რა ხდებოდა პარლამენტთან 2 მაისის ღამეს?

1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათზე, პარლამენტის უკან დაიწყო, სადაც სკვერში მყოფი დემონსტრანტები პოლიციამ დაბლა ჩამოყარა. 19:00 საათისთვის კი მოქალაქეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინაც დაიწყეს. იმ დროისთვის, სპეცრაზმელები უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, რადგან პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მალევე, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მე-2 მოსმენით მიიღო, […]
აქციის დროს დაშავებული პირის ექიმის თქმით, ტრავმა მიყენებულია ბლაგვი საგნით – თვალი გადარჩა

გუშინ, 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დარბევის დროს დაშავებული ნიკა დემურიშვილი, რომელსაც დაზიანება თვალის არეში მიადგა, კლინიკაში რჩება. ექიმის, ვაკო ლობჟანიძის თქმით, სერიოზული ტრავმა მიყენებულია “სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით”, თუმცა თვალი გადარჩა. “დაზიანება არის მარჯვენა თვალის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ზუსტად არ ვიცით მექანიზმი. მე როგორც ვიცი, თვითონ ამბობდა, რომ ბლაგვი საგანი ჩამარტყესო. სერიოზული […]
არმაზ ახვლედიანი – როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია – უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება!

როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია – უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება! – ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. ახვლედიანის შეფასებით, “რა ხანია პარლამენტის დერეფნებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება“. „ამას დალაგება აღარ შველის – ამას გადალაგება უნდა! ამ ნაგავს გატანა უნდა! ჩვენ – ქართველი ხალხი […]
სალომე სამადაშვილი – ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი!

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი! – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან საკანონმდებლო ორგანო ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს. „ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი […]
ხატია დეკანოიძე – სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ – პროტესტი არ შეწყდება, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად

სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ – ეს პროტესტი არ შეწყდება, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შიში გამოავლინა. „დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის […]