2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა – საქსტატი

2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის […]

,, ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი…” – ზურაბ ჯაფარიძე ,,ოცნებას”

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში დასრულდება: 1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა. 2. […]

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“ – ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა […]

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მლნ ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მილიონი ლარი გამოყო – ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებიდან ხდება ცნობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებით, რომელიც მიმდინარე წლის 26 აპრილს გაიცა, ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გამოუყო […]

მოულოდნელი უარი – რაგნიკი “ბაიერნს” აღარ ჩაიბარებს

რალფ რაგნიკი მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი აღარ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ გერმანელი სპეციალისტის დანიშვნა “რეკორდმაისტერში” გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს ამბავი არ დადასტურდა. წყაროს ცნობით, რაგნიკი ამჟამად მთლიანად ევრო 2024-სა და ავსტრიის ნაკრებზეა კონცენტრირებული, რის გამოც “ბაიერნის” გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

2 მაისს, 19:00 საათზე, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დაინიშნა

2 მაისს დაგეგმილი დემონსტრაციის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოაცხადეს. ერთობლივ ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დღეს, 2 მაისს, 19 საათზე გაიმართება. „საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, ათდღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას“, – თქვა რომან გოცირიძემ, საპარლამენტო […]

აქციის დროს დაშავებული პირის ექიმის თქმით, ტრავმა მიყენებულია ბლაგვი საგნით – თვალი გადარჩა

გუშინ, 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დარბევის დროს დაშავებული ნიკა დემურიშვილი, რომელსაც დაზიანება თვალის არეში მიადგა, კლინიკაში რჩება. ექიმის, ვაკო ლობჟანიძის თქმით, სერიოზული ტრავმა მიყენებულია “სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით”, თუმცა თვალი გადარჩა. “დაზიანება არის მარჯვენა თვალის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ზუსტად არ ვიცით მექანიზმი. მე როგორც ვიცი, თვითონ ამბობდა, რომ ბლაგვი საგანი ჩამარტყესო. სერიოზული […]

„აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ ,,უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში“ – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ლ. „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს […]

განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობას ეხება – სააგენტო მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან აპრილის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ […]

„ვაკვირდებით დისკუსიებს“ – EBRD-ის რეგიონალური დირექტორი „რუსულ კანონზე“

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ამბობს, რომ აკვირდება დისკუსიებს და სხვადასხვა მხარის შეფასებებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. BMG-ის კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სადავო კანონის მიღებას საფინანსო ინსტიტუტთან ქვეყნის ურთიერთობაზე, იმ ფონზე, რომ არაერთი დასავლელი პარტნიორი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი აღნიშნავს, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ შეუძლია […]