ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული სივრცის განახლება მალე დასრულდება. „აქ მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები და […]

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. „დღესვე, რუსლან […]

ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით. სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ყურადღება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საიმედო ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ გარემოზე […]

მამუკა მდინარაძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა – რა დაემართა პოლიტიკოსს

საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხერხემალზე ოპერაციას უკეთებენ და ამიტომ “რუსული კანონის” მიღებას მხარი ვერ დაუჭირა, თორემ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ 84-ე ხმა მისია. “დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ […]

დეკანოიძე: მძიმე მდგომარეობაში არიან, ეს აისახება კალაძის შემზარავ დამოკიდებულებაში

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ეს ჩანს და აისახება სწორედ კალაძის ამ შემზარავ დამოკიდებულებაში” – ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ფორმულას ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. “მინდა გამოვეხმაურო კალაძის შემზარავ დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ. სიმართლე გითხრათ, ქართული ოცნებისგან ნამდვილად არაფერი მიკვირს, არც კალაძისგან, მაგრამ ორ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა. პირველი ის არის, რომ ნამდვილად ძალიან […]

ქარტია: ვგმობთ საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ. “ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც 1-ელ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ. „მთავარი არხის“ ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, […]

სახალხო დამცველი: პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები. რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას. “ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება […]

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ დღეს ხალხს დაემალა – პარლამენტი თავისუფალია, პარლამენტი უბრუნდება ხალხს

პარლამენტის შენობაში არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი – აგერ, ვიარე დერეფნებში და კაციშვილი არ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტი დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას,როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ილია […]

დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას“. ეს შაბლონური წინადადება სახეცვლილი და ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ ლექსიკონშია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მე საპირისპიროდ, მათი პოზიციის შესაფასებლად გამოვიყენე. ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად სტანდარტული, […]

თინა ბოკუჩავა – სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება – მათი უტიფარი განცხადებები კი, პროტესტის მუხტს კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს

სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება. მათი უტიფარი განცხადებები კი, პროტესტის მუხტს კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს, განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კახა კალაძის მხრიდან „ფორმულას“ ჟურნალისტზე სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, შიში გამოჩნდა „ივანიშვილის სახეზეც, როცა მან რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას“ მიმართა. […]