„აქციაზე გამოიყენეს ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოვკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. კითხვაზე – აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა. „ტყუილია. მატყუარა […]

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს საპროცენტო განაკვეთები 5,25-5,5%-მდე დატოვა, რაც 22 წლის მაქსიმუმს შეადგენს, რადგან მომხმარებელთა უახლესი მონაცემებით, ინფლაცია ზრდას განაგრძობდა. როგორც ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), Fed-ის პოლიტიკის შემუშავების ფილიალმა, განაცხადა „ინფლაცია შემცირდა გასული წლის განმავლობაში, მაგრამ კვლავ მაღალია. ბოლო თვეებში მიღწეულია შემდგომი პროგრესი. კომიტეტის მიერ დაწესებული 2%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ შესრულდა“. „ეკონომიკური პერსპექტივა […]

„ძალიან ძნელია, იჯდე და სახლიდან უყურო, როგორ გართმევენ მომავალს და როგორ გართმევენ ქვეყანას” – სოფო ბათილაშვილის ემოციური კომენტარი

მომღერალი სოფო ბათილაშვილი საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმაურება. „მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე გვავქვს, იძულებულები ვართ, ყოველდრე გამოვიდეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ძალიან ძნელია, იჯდე და სახლიდან უყურო, როგორ გართმევენ მომავალს და როგორ გართმევენ ქვეყანას, ეს ყველაფერი არ გაუვათ, ხედავთ, როგორი გაბრაზებულია და როგორი შემართებით არის ხალხი… დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მომღერალი გამოვა და […]

კახა კალაძე – შეიკრიბონ, რა არის პრობლემა? ვისაც, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს, ჩაატაროს აქცია, გამოთქვას თავისი მოსაზრებები

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის ჩატარება და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაში არავინ არის შეზღუდული, „მაგრამ მთავარია, ეს მშვიდობიანად და ცივილურად მოხდეს“. ასე გამოეხმაურა კალაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ პროტესტი არ შეწყდება და დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბებიან. „შეიკრიბონ, რა არის პრობლემა? ვისაც, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს, ჩაატაროს […]

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია

ჯერ ერთი ეს განცხადება მთავრდება იმით, რომ არააგრესიული ჯგუფების მიმართ არანაირი ძალა არ იქნას გამოყენებული, რაც სრულად შესრულებულია. არააგრესიული ჯგუფების მიმართ არასდროს არანაირი ძალა არასდროს იქნება გამოყენებული, განსხვავებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც სულ ახლახან 2012 წლამდე საქართველოს მართავდა. ამაში სრულად ვეთანხმებით, მაგრამ პოლიტიკური შეფასება რასაკვირველია, არ შეიძლება ჩვენთვის იქნეს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, […]

შოლცმა და ნეთანიაჰუმ ისაუბრეს ღაზაში შესაძლო ზავსა და შემდგომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში იმსჯელეს ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) შორის მიმდინარე კონფლიქტზე, მათ შორის, ისაუბრეს შესაძლო საზავო შეთანხმებაზე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის განცხადებაშია ლაპარაკი. „საუბარი შეეხო ჰამასის მიერ აყვანილი ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას. განიხილეს ასევე ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების […]

აშშ-ის პრეზიდენტი დუმს აშშ-ის უნივერსიტეტებში ღაზის ომის გამო გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ბოლო კომენტარი ღაზის სექტორში ომის მიმართ აშშ-ის უნივერსიტეტებში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებსა და ძალადობაზე გააკეთა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ. რესპუბლიკური პარტია ამ დროს კამპუსებში არსებული მღელვარების გამოყენებას ცდილობს დემოკრატების წინააღმდეგ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ აშშ-ის ბევრ უნივერსიტეტში გაიმართა საპროტესტო აქცია. პროტესტი […]

„ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კვლავ მიაყენეს დაზიანებები“ – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ. განცხადებაში წერია, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც „პირველ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ“. ქარტია მიუთითებს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ: · „მთავარი არხის“ ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც […]

უვადო პატიმრობა მიესაჯა ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ლილო მოლის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით “ლილო მოლის” მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო”. […]

ბრიტანეთის საელჩო: მოქალაქეები ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის სურვილს მკაფიოდ აფიქსირებენ

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”. – წერია საელჩოს განცხადებაში.