ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა – ბუდუ ზივზივაძე

„ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. „ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის […]

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის – თომას ჰაკერი

დღევანდელი „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის და ევროპული მომავლის შესახებ მათი სურვილისთვის , – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია. […]

“ჩვენს ქვეყანაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია” – რას წერს გიორგი ქვილითაია?

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. “ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას. და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”, – წერს გიორგი ქვილითაია.

ქვილითაია: დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია, ზღვარი სამშობლოა – არა რუსეთს!

ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავ ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას. მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს!

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ – დემონსტრანტები სკანდირებენ – “საქართველო”, “არა რუსულ კანონს!”

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი. ადგილზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო”, “არა რუსულ კანონს!”. მომიტინგეებმა წრე შემოარტყეს გმირთა მოედანს. აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ წავიდნენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი ათიათასობით დემონსტრანტი, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ გმირთა მოედნისკენ, სადაც დემონსტრანტთა შედარებით მცირე ჯგუფს საავტომობილო გზის ნაწილი აქვს გადაკეტილი. დემონსტრანტები 21:15 საათისთვის უკვე ფილარმონიასთან არიან და გზას აგრძელებენ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი ხუთშაბათ საღამოს გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ესტაკადის ერთი ნაწილი, […]

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, ოთხი ქალი მსჯავრდებულია, ხოლო რვა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით […]

პოლიციამ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

გმირთა მოედანზე, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა და გადაკეტილი საავტომობილო გზა გახსნა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ტროტუარზე გადაიყვანა, თუმცა მალევე, მათ გზის ხელახლა გადაკეტვა მოახერხეს. დაკავებულთა რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს პასუხი. პარალელურად, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ცოტა ხნის წინ, იქ […]

“ჩვენ ვართ საქართველო” – მექვაბიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი მოქალაქეების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ინსტაგრამზე მიმართვას ავრცელებს “რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა. საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო ზღაპრის ბოლო კეთილია.”

“დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას!!” – გიორგი ქოჩორაშვილი

“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულში ინახება, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არც ერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას!! არა […]