“ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!” – თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

არა ძალადობას ამ ეგზალტირებული ველური ბრბოსგან, არა უცხოეთიდან ჩარევას ჩვენს საშინაო საქმეში. დიახ ამ კანონს! დიახ საქართველოს ნაცების გარეშე! არა რუსეთს რო გაიძახით სულელებო და უვიცებო: რუსული გაზი, ელექტრო ენერგია და ბევრი კიდევ სხვა, რაც იგზავნება რუსეთიდან ხომ გვინდა? გ ვ ი ნ დ ა ა ა ა!!!!!!!!!!!

“ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით… ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა” – ბუდუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს. ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს […]

“არა ძალადობას. არა რუსეთს! თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა” – ქოჩორაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-სთორიში წერს. “თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და […]

შეერთებულმა შტატებმა დამატებით, მათ შორის ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, ასობით სანქცია დააწესა

ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოსცა ასობით ახალი სანქცია, რომლის სამიზნეც, უკრაინაში ომის გამო, რუსეთია. სანქციები კონკრეტულად ითვალისწინებს მოსკოვის მიერ დასავლური ზომებისთვის გვერდის ავლას, მათ შორის ჩინეთის მეშვეობით. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები თითქმის 200 სამიზნეს დაუწესა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სანქციების სამიზნედ 80-ზე მეტი სუბიექტი გამოაცხადა. ეს ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ქმედებაა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რაც […]

გმირთა მოედანზე შეკრებლი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა, დააკავეს რამდენიმე მომიტინგე

გმირთა მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე შეკრება რამდენიმე საათის წინ დაიწყეს. მათ მოედნის ჯერ ერთი მონაკვეთი გადაკეტეს, შემდეგ კი თანდათან ყველა მიმართულებაზე გაიშალნენ. თავდაპირველად პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის უფლება მისცა, თუმცა მალევე შეკრებილი მოქალაქეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა საავტომობილო გზიდან. რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების […]

მექვაბიშვილი: რამდენი ადამიანიც რუსთაველზეა, ამდენივე ზეიმობდა საქართველოს ევროპაზე გასვლას

რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და, ალბათ, მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა – ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა. საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო. ზღაპრის ბოლო კეთილია.

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გმირთა მოედანზე, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან აქციას უნდა შეერთებოდნენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას კითხვით მიმართა – არიან თუ არა თანახმა გმირთა მოედანზე წასულიყვნენ, რასაც ხალხმა დასტურის ნიშნად ხელის აწევით უპასუხა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები […]

სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე, ვარაზისხევისკენ ასასვლელი გზა გახსნეს

სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე, ვარაზისხევისკენ ასასვლელი გზა გახსნეს. სამართალდამცველები ასევე კოსტავას ქუჩისკენ მიმავალი გვირაბის გახსნას ცდილობენ, თუმცა მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ. პოლიციამ გვირაბი რამდენჯერმე გახსნა, თუმცა აქციის მონაწილეები ყველა ჯერზე უკან, საავტომობილო გზაზე ბრუნდებიან. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაძაბულია. პოლიციამ გზის გახსნის მცდელობის დროს, ტერიტორიიდან სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი გაიყვანა. “არავინ დაგვიკავებია, გზა გავხსენით”, – […]

გიორგი ქოჩორაშვილი – არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია!

არა ძალადობას. არა რუსეთს!საქართველოს გზა ევროპაშია! – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-ზე წერს. გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. “თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს […]