“ბიძინა გადავიდა გეგმა ,,ბ”-ზე, ამის გარანტორი იქნება ბაბოჩემი” – ყალაბეგაშვილი

“ბიძინა გადავიდა გეგმა ,,ბ”-ზე, ამის გარანტორი იქნება ბაბოჩემი” – ყალაბეგაშვილი გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ჩემი ვარაუდით, ბიძინა გადავიდა გეგმა ,,ბ”-ზე, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს ყველაფერი რაც აქვს, ამის გარანტორი იქნება ბაბოჩემი, ბიძინამ ეს რომ არ გადაიფიქროს, ჩვენ უნდა მივყვეთ სამართლიან, მშვიდობიან, ჯიუტ პროცესს… როგორც სუბიექტი, იმის მიუხედავად, რომ სრული მიუღებლომა მაქვს ზურაბიშვილისადმი, საჭიროების შემთხვევაში […]
6 მოსამართლე, რომლებიც აშკარად ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთებს – ნინო ლომჯარია

6 მოსამართლე, რომლებიც აშკარად ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთებს – ნინო ლომჯარია მოსამართლეები აქტივისტების გასამართლებისას საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს ეყრდნობოდა – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ლომჯარიას თქმით, სასამართლო პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსამართლეები პოლიციელების ხშირ შემთხვევაში ცრუ ჩვენებებით ხელმძღვანელობდნენ და მომიტინგებს ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე უშვებდნნენ […]
მამუკა მდინარაძე – სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს და დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია

ჩვენ, ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს, თურმე ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია ჩვენ ყველას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, გამოწვევების შესაბამისად, პარლამენტი პიროტექნიკასთან დაკავშირებით რეგულაციებს მიიღებს. „როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს, სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს […]
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური – ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა – დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა – დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, – ასე პასუხობენ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსურ მცდელობას წარმოადგენს. პარტია „ქართული ოცნების“ ცნობით, ირაკლი […]
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან

სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარეს. „შესათანხმებლად […]
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე – როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია – შესაბამისად, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ

როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი აქვს. თვითონვე ამბობს, არ მალავს. ვინ წავა, ვნახოთო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „სკამს ებღაუჭება და მომსახურების ზონიდან გასულია“. „რაღაც პოსტებს დებს უკვე. როგორც ჩანს, ეს მძიმე ემოციური ფონი მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. […]
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 880 100 000 ლარს შეადგენს. „კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. […]
ნინო ლომჯარია – მოსამართლეები არ ინტერესდებოდნენ, რა პირობებში მოხდა ნაწამებ ადამიანებზე ანგარიშსწორება – როდესაც დაზარალებულები ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს ფაქტები მათ არ ეხებოდათ

მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები, ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება – მეტიც, როდესაც დაზარალებულები ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი […]
აშშ-მა უკრაინას 20 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო რუსეთის გაყინული აქტივებიდან

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინას გამოუყო 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი. ეს თანხა დაიფარება დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივებიდან. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ კიევისთვის ამ სახსრების გამოყოფა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად. ეს თანხა ნაწილია იმ 50 მილიარდი დოლარისა, რომლის გარშემო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეთანხმდნენ. ადრე ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინას 35 […]
ნინო დოლიძე – არის დაშინების მცდელობა და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე – მოვუწოდებთ მათ, განსხვავებული მოსაზრებების გამო, სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები არ დაწერონ

„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის ინფორმაციით, საჯარო უწყებაში დასაქმებულმა დაახლოებით 20-მდე ადამიანმა მათ კონსულტაციით მიმართა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის „მტრული გარემოს შექმნა“. როგორც დოლიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მსგავსი ფაქტები დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა, განსხვავებული მოსაზრებების გამო, ზეწოლის შემთხვევაში, არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და სხვადასხვა ორგანიზაციებს მიმართონ. […]