მამუკა მდინარაძე – დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებს – ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს

დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, იმ განცხადებებს აკეთებს – ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე ქართველ ელჩებზეც ისაუბრა და მათ, ვინც 28 ნოემბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა, „ჩანერგილი ელჩი“ უწოდა. „სწორია ამერიკის შეერთებულ შტატებში […]
მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა – შეიძლება მართლა გააკეთონ ეს, ისე არიან გასულები მომსახურების ზონიდან

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს. „ეს შეიძლება მართლა გააკეთონ, ისე არიან გასულები მომსახურების ზონიდან, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოოდ, იმ […]
თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი მარიამ კვერნაძე თანამდებობიდან წავიდა

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი მარიამ კვერნაძე თანამდებობიდან წავიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს. „არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა სამთავრობო ცვლილებაზე მერი თავად აკეთებს განცხადებას. თუ რამე ცვლილება გვექნება, აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადეს მერიაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული […]
გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დაბრუნდა, იურიდიულ კომიტეტს კი არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დაბრუნდა. აღნიშნულ კომიტეტს კი არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს. ორივე საკადრო გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. სახელისუფლო პარტიამ XI მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დროებით იყო დამტკიცებული და აღნიშნულ კომიტეტს […]
პიროტექნიკასთან ერთად, აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვაც იგეგმება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია. „წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ ემატება ახალი ნორმა, რომლითაც რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება. ცვლილების თანახმად, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია […]
ენგურჰესის, ესკოს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართვა ქონების სააგენტოს დაევალება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა. პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და […]
თეთრი სახლი რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს – „ბლუმბერგი“

თეთრი სახლი რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს – „ბლუმბერგი“ თეთრი სახლი რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, შეზღუდვების დეტალების ჯერ შემუშავების ეტაპზეა, თუმცა როგორც „ბლუმბერგის“ წყარო ამტკიცებს, სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტს შეეხება. „ბლუმბერგის“ ცნობით, მანამდე ბაიდენი ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა, რადგანაც არსებობდა ნავთობის გაძვირების საფრთხე. […]
“ნიღბიანმა უფროსს მოახსენა, ორგანიზატორი ვიღაც ბანკირი ყოფილა ილია ჭავჭავაძე და ეხლა მისამართსაც გამოვართმევო” – რას წერს იოსებ ბაჩიაშვილი

ვაიმეეეე…. ჩემს მეზობელს ორი ვაჟიშვილი ყავს 19 და 22 წლის. ორივე სტუდენტია. გარეგნობით ჰოლივუდის ვარსკვლავებს ტოლს არ დაუდებენ, ამასთან უმცროსს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და თვითონაც ძალიან უყვარს ხუმრობა. დღეს ორივენი კარგად ნაცემები მოვიდნენ სახლში. ფეხზე ძლივს იდგნენ. შეიძლება ითქვას რომ ჩემს ხელში არიან გაზრდილები და გულმა ვერ მომითმინა და სანახავად მივედი. მონახულების შემდეგ ვეკითხები […]
“ამ ლევან გიგინეიშვილზე ყველაზე სახალისო ამბავი ესაა” – რას წერს მერაბ მეტრეველი

ამ ლევან გიგინეიშვილზე ჩემთვის ყველაზე სახალისო ამბავი ისაა, რომ თურმე ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც “სოროსის ფონდმა” საქართველოდან დასავლეთში სასწავლებლად გაუშვა. ოღონდ, საინტერესო ამბები აქ არ მთავრდება. მაგ დროს “სოროსის ფონდის” დორექტორი იყო მისი დეიდია, “იმედის” დღევანდელი დირექტორის, ირაკლი რუხაძის დედა (ეს ყველაფერი თავად ირკალი რუხაძემ მოყვა “იმედის” პირდაპირ ეთერში). ანუ დეიდამ პირველ რიგში დისშვილი […]
“როგორც მე შემატყობინეს, კვარაცხელია ამ პერიოდს გამოტოვებს” – ფედელემ და Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ L’Infedele-ის მიკროფონთან ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენებურს ორი კვირის გამოტოვება მოუწევს და მას ეს ამბავი შეატყობინეს. “ხვიჩას ტრავმა უმნიშვნელოა, მაგრამ როგორც მე შემატყობინეს, უქმოობა 2 კვირა მაინც მოუწევს. რატომ დარჩა “ლაციოსთან” მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაინც მოედანზე თუ ტრავმა ჰქონდა? – […]