ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა. სემეკის ინფორმაციით, ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა […]
ეკა გიგაური – მოვუწოდებთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მოსამართლეებს, არ ჩაერთონ ძალადობაში მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ჩაჰყვნენ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს უფსკრულში

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მოსამართლეებს, არ ჩაერთონ ამ ძალადობაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ჩაჰყვნენ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს უფსკრულში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ეს ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სხვა არასამთავრობო სექტორთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ნათლად ხედავენ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების […]
ნინო დოლიძე – არის დაშინების მცდელობა და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე – მოვუწოდებთ მათ, განსხვავებული მოსაზრებების გამო, სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები არ დაწერონ

„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის ინფორმაციით, საჯარო უწყებაში დასაქმებულმა დაახლოებით 20-მდე ადამიანმა მათ კონსულტაციით მიმართა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის „მტრული გარემოს შექმნა“. როგორც დოლიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მსგავსი ფაქტები დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა, განსხვავებული მოსაზრებების გამო, ზეწოლის შემთხვევაში, არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და სხვადასხვა ორგანიზაციებს მიმართონ. […]
ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა „საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის […]
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სასურსათო ობიექტს და თითოეულ სააფთიაქო ქსელს, მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ გარემოს“ – კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სასურსათო ობიექტს და თითოეულ სააფთიაქო ქსელს, მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ გარემოს“ – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომერციული ობიექტები საწარმოო ნარჩენის ურნებსა […]
კულტურის და სპორტის სამინისტრო 1-ელი იანვრიდან გაიყოფა

კულტურის და სპორტის სამინისტრო 1-ელი იანვრიდან გაიყოფა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება. კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად აღმასრულებელი […]
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა. ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა ელექტროენერგეტიკული ბაზრების […]
11 თვეში, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით ₾2.3 მლრდ დაუბრუნდა

დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. 2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს.
იოზვიაკი: EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს. როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება არა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ კვალიფიციური უმრავლესობა. როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტი იქნება, რადგან დიპლომატიური პასპორტების მქონე თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი პასპორტები შეუნარჩუნდებათ, რითაც უვიზო რეჟიმით […]
ემანუელ მაკრონმა და ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს – „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ექსპრემიერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. „ქართული ოცნების“ თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. „მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“, – წერს ქართული ოცნება“ 11 დეკემბერს გავრცელებულ ცნობაში. „თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა […]